24 თებერვალი 2015, 12:00
სტატუსი:
დასრულებულიT371 - სარეკონსტრუქციო სადემონტაჟო და სამონტაჟო სამუშაოები
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქნახშირი“ (ჯი-აი-ჯი ჯგუფი) აცხადებს დახურულ ტენდერს # 1-TES_FEB-12-24 ტყიბულის თეს-ის Е-35-40-440 ВЦКС ქვაბზე სარეკონსტრუქციო სადემონტაჟო და სამონტაჟო სამუშაოების შესყიდვაზე.
1) შპს „საქნახშირი (ჯი აი ჯი–ის ჯგუფი)“-ს დაქვემდებარებაში მყოფი ტყიბულის თბოელექტროსადგურის (თეს) Е-35-40-440 ВЦКС ტიპის ქვაბზე სარეკონსტრუქციო (სადემონტაჟო და სამონტაჟო) სამუშაოების პროექტის განხორციელება;
Е-35-40-440 ВЦКС ტიპის ენერგეტიკული ქვაბის ტექნიკური მახასიათებლებია:
- წნევა 40 ატმ;
- ორთქლის ტემპერატურა 4000С;
- ორთქლის წარმადობა 35 ტნ/სთ;
2) ქვაბზე სარეკონსტრუქციო (სადემონტაჟო და სამონტაჟო) სამუშაოების თანმდევი მომსახურების გაწევა მიმწოდებლის მხრიდან უნდა განხორციელდეს ქ. ტყიბულში.
დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ დანართი.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
შემსყიდველ ორგანიზაციაში პრეტენდენტების მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაციის და სატენდერო წინადადების წარდგენის ვადაა განცხადების გამოქვეყნების დღიდან 2015 წლის 24 თებერვლის 12:00 საათამდე. საკვალიფიკაციო მონაცემები და სატენდერო წინადადება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარმოდგენილი ერთად, ერთ დახურულ კონვერტში ორ ეგზემპლარად (ერთი დედანის და ერთი – ქსეროასლის სახით) შემდეგ მისამართზე: ქ. ტყიბული, თაბუკაშვილის ქ. #13, მე-3 სართული.
გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი ინფორმაცია:
- კომპანიის დასახელება
- საკონტაქტო ინფორმაცია ( ტელეფონი, საკონტაქტო პირი)
- ტენდერის ნომერი
- წარწერა ,,კონფედენციალურია,,
- გთხოვთ მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე და დასვათ კომპანიის ბეჭედი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სატენდერო აპარატის შემდეგი წევრისაგან: დავით ლორია ტელ: 599 091210, ელ-ფოსტა: d_loria@saqnakhshiri.ge