ჩაბარების ვადა:

20 აპრილი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T3726 - ტენდერი სავაჭრო ცენტრის მშენებლობაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

შ.პ.ს. „ოაზისი 2002“ აცხადებს ტენდერს სავაჭრო ცენტრის მშენებლობაზე.

ობიექტის დასახელება: ქ. ქუთაისი, ჭავჭავაძის გამზირი #51, შ.პ.ს. „ოაზისი 2002“-ს კუთვნილი ტერიტორია (ბაზრობა) .

სამუშაოს აღწერა
ტენდერში გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს ქ. ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირი #51-ში მდებარე შ.პ.ს. „ოაზისი 2002“-ს კუთვნილ მიწის ნაკვეთში სავაჭრო ცენტრის მშენებლობა.

შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა, რაოდენობა და პროექტი იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში.

  • შესასრულებელი სამუშაოების დასახელება
  • პროექტი
  • ხარჯთაღრიცხვა

სამუშაოს შესრულების ვადა.

  • ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია სამუშაოები განახორციელოს ხელშეკრულების დადებიდან 180 (ას ოთხმოცი) კალენდარულ დღეში.

შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა.

  • შესრულებული სამუშაოების სრულფასოვანი ფუნქციონირების საგარანტიო ვადათ განისაზღვრება 2 (ორი) წელი, რომლის განმავლობაშიც ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია საკუთარი ხარჯებითუზრუნველყოს ექსპლუატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრა.

მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ.

  • ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შენობა-ნაგებობების საამშენებლო-სარემონტო სამუშაოების სულ მცირე 3 (სამი) წლიანი გამოცდილება, ამ მიზნით უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია შესრულებული ანალოგიური საამშენებლო სამუშაოებზე და წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტები - მიღება-ჩაბარების აქტები.

მოთხოვნა პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ.

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სამუშაოების შესრულებისთვის საჭირო მანქანა-მექანიზმების ჩამონათვალი (იჯარის შემთხვევაში იჯარის ხელშეკრულებები).

მოთხოვნა სამუსაოების შესრულების ვადებთან დაკავშირებით (გეგმა-გრაფიკი).

  • ტენდერში გამარჯვებულმა ყოველ 45 დღეში უნდა წარმოადგინოს სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი.

მოთხოვნა პრეტენდენტის წარმომავლობაზე და სარეგისტრაციო /უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტაციაზე.

  • პრეტენდენტი აუცილებლად უნდა იყოს ქ. ქუთაისში რეგისტრირებული იურიდიული ან ინდივიდუალური მეწარმე.

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:

იურიდიული პირისთვის:

  • ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომ არ ხორციელდება იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია,
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ.

ინდივიდუალური მეწარმისთვის:

  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ,
  • პირადობის მოწმობა ან პასპორტის ასლი.

მოთხოვნა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის შესახებ.

  • მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია სახელშეკრულებო თანხის 5% (ხუთი პროცენტი).

მოთხოვნა გარანტიის პირობების შესახებ.

  • ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან ს.ს.ი.პ. „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ ლიცენზირებული სადაზ\ღვევო კკომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში (ლარი).

ანგარიშსწორების პირობები.

ეტაპობრივი და საბოლოო ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება 4 (ოთხი) ეტაპად უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს მიხედვით, შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან არ უგვიანეს 10 (ათი) სამუსაო დღის ვადაში.
  • შესრულებული სამუსაოების საბოლოო მიღება-ჩაბარებისას შემსრულებელი ვალდებულია წარმოადგინოს ს.ს.ი.პ. „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის“ მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა შესრულებული სამუსაოების ხარისხზე, მოცულობაზე და ფასებზე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 20 აპრილი.

სატენდერო წინადადება გთხოვთ გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: oazis2002@gmail.com 

საკონტაქტო პირის ვინაობა და მონაცემები:
შ. პ. ს. „ოაზისი 2002“-ს დირექტორი
იოსებ მურუსიძე,
ტელ.: 597 – 50 18 50

ტენდერის კატეგორია:

  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები