ჩაბარების ვადა:

23 თებერვალი 2015, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T373 - ტენდერი ლითონ–კონსტრუქციული სამუშაოების შესრულებაზე

ტენდერის აღწერილობა:

შ.პ.ს. „ავერსის კლინიკა“ ქ. თბილისში ვაჟა–ფშაველას გამზ. #27ბ (მიწის საკადასტრო კოდი 01.10.15.007.055) მრავალპროფილური კლინიკის მიშენებით, ლითონ–კონსტრუქციული სამუშაოების ჩატარების მიზნით აცხადებს ტენდერს.

ტენდერი ითვალისწინებს სამშენებლო კომპანიის შერჩევას გამოცდილების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით.

სამშენებლო, ლითონ–კონსტრუქციული სამუშაოები უნდა ჩატარდეს შემდეგი მონაცემების მქონე კლინიკის მიშენების ასაშენებლად:

  • მიშენების ფართი – 1400 კვ.მ;
  • შენობის სართულების რაოდენობა – 4 სართული + არსებული მიწისქვეშა სართული;
  • ლითონ – კონსტრუქციის კარკასი, სართულშუა გადახურვა, მოჭიმული იატაკი;

ტენდერში მონაწილე პრეტედენტს აუცილებელია ჰქონდეს ლითონ–კონსტრუქციული სამუშაოების შესრულების გამოცდილება.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  • პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • საბანკო რეკვიზიტები;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ;
  • პროექტის ღირებულება (ხარჯთაღრიცხვა);
  • გამოსაყენებელი მასალების აღწერილობა (მათ შორის მასალ(ებ)ის წარმომავლობა);
  • სამშენებლო სამუშაოების გრაფიკი – სამუშაოების შესრულების ვადა არ უნდა აღემატებოდეს მხარეთა მიერ ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვეს.
  • ინფორმაცია ლითონ–კონსტრუქციული სამუშაოების შესრულების თაობაზე;
  • სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტია ბანკის ან სადაზღვევო კომპანიის გარანტიის სახით, სატენდერო წინადადების ღირებულების 1%–ის ოდენობით;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 სამუშაო დღე);
  • ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის.
  • ბოლო სამი წლის განმავლობაში, პრეტენდენტის მიერ შესრულებული სამუშაოების სია;
  • შემსყიდველი პირის სარეკომენდაციო წერილები (მინიმუმ 2 შემსყიდველის მიერ გაცემული);
  • მონაცემები მატერიალურ–ტექნიკური ბაზის შესახებ;
  • შევსებული აფიდავიტი დანართის №1 სახით;

წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას პრეტედენტის შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ.

დამკვეთის მოთხოვნით, ასევე შესაძლებელია პრეტენდენტებს მოეთხოვოთ სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა.

  • შენიშვნა: თუ სამუშაოთა შესრულება იგეგმება ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მეშვეობით, პრეტედენტის მიერ ასევე წარმოდგენილ უნდა იქნას ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ მონაცემები, ზემოაღნიშნული საბუთების სახით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გადაეცემათ სამშენებლო პროექტი (კონსტრუქციული და არქიტექტურული ნაწილი).

პროექტის მიღება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი ვაჟა–ფშაველას გამზ. #27ბ, „ავერსის კლინიკა“, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 სთდან –18:00 სთმდე.

სატენდერო განცხადებით მოთხოვნილი დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ, სატენდერო კომისიის მიერ გამოვლენილ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას მოეთხოვება:

  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკიდან ან სადაზღვევო კომპანიიდან გარანტიის წარმოდგენა – საავანსო თანხის ღირებულების ოდენობით.
  • ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია – ბანკიდან ან სადაზღვევო კომპანიიდან გარანტიის წარმოდგენა სამშენებლო სამუშაოების ღირებულების 5%-ის ოდენობით.
  • სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, ელექტრო ენერგიის ხარჯის გადახდა.

შენიშვნა: დამკვეთს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება შემსრულებლის მხრიდან სამშენებლო ვადების ორი კვირითა და მეტით დარღვევის შემთხვევაში.

სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

პრეტედენტებმა ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია, დალუქულ კონვერტში, არანაკლებ 2 ეგზემპლარად უნდა წარმოადგინონ 2015 წლის 13 თებერვლიდან 2015 წლის 23 თებერვლამდე, შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ვაჟა–ფშაველას გამზ. #27ბ. დოკუმენტაციის მიღება წარმოებს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე (შაბათ–კვირის გარდა), ხოლო 2014 წლის 23 თებერვალს 09:00 სთ–დან 15:00 სთ–მდე.

პრეტედენტთა წარმომადგენლები ზეპირი ვაჭრობისთვის უნდა გამოცხადნენ სატენდერო კომისიის სხდომაზე 23 თებერვალს 17:00 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #27/ბ, „ავერსის კლინიკა“.

საკონტაქტო პირები:

1) გია პაიჭაძე ტელ: 599 57 79 20;
2) მარიამ გამხიტაშვილი, ტელ: 558101330, 2399888 (5669) 
ელ. ფოსტა: mari.gamkhitashvili@aversi.ge;

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ