ჩაბარების ვადა:
        
    12 აპრილი 2018, 16:00
სტატუსი:
დასრულებულიT3732 - ტენდერი პეგასის მაგიდის შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: ლომისი
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 12 აპრილი 2018 დრო 16:00
 
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი - აცხადებს ტენდერს:
- ა) ნომრით #-EF-GE/382
 - ბ) დანიშნულება : პეგასის მაგიდის შესყიდვა
 
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
- ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
 - ვიზუალი
 
დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:
- შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
 - ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
 
ტენდერის პირობები:
- ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
 - მაგიდების ჯამური რაოდენობა არის დაახლოებთ 160 ცალი, საიდანაც 35% უნდა გაკეთდეს შემდეგი ზომის: სიგანე - 1 მ, სიმაღლე - 1 მ, სიღრმე 75 სმ. ხოლო დანარჩენი მაგიდაბის დამზადება მოხდება კონკრეტული ობიექტისთვის საჭირო ზომებიდან გამომდინარე.
 - საქონელი მოწოდებული უნდა იქნეს ეტაპობრივად.
 - გთხოვთ ფასები მოგვაწოდეთ შემდეგი პრინციპით:
- 35%-სთვის ფიქსირებული ფასი მოცემული ზომებიდან გამომდინარე
- დანარჩენი რაოდენობებისთვის გთხოვთ მოგვაწოდეთ 1 კვ.მ მაგიდის ფასი (ფასში უნდა შედიოდეს მასალაც და სერვისიც). 1 კვ.მ-ში იგულისხმება როგორც ზედაპირი, ასევე ფეხიც.
- ფასის კალკულაციის დროს არ გაითვალისწინოთ სტიკერის ღირებულება. - გადახდის პირობები: საქონლის მიღებიდან 30 დღე.
 
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
 - საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
 - ტენდერის დასახელება;
 - მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
 - წარწერა: "კონფიდენციალურია";
 - გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
 
სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"
- შემოთავაზების მიღება იწყება 05.04.2018 16:00
 - შემოთავაზების მიღება მთავრდება 12.04.2018 16:00
 
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ნათია ვაშაძე
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
სათაო ოფისი, სოფ. ნატახტარში 
ტელ.: (+99532) 180797 
ელფოსტა: tenders@ge.anadoluefes.com 
ტენდერის კატეგორია:
- 39100000 ავეჯი