ჩაბარების ვადა:
30 აპრილი 2018, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT3754 - ტენდერი ბეჭდვით მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
CENN აცხადებს ტენდერს ბეჭდვით მომსახურებაზე.
კომპანიამ უნდა უზრუნველყოს:
- მოთხოვნილი სპეციფიკის მიხედვით ბეჭდვა (საბეჭდი ფაილის პარამეტრები იხ. მიმაგრებულ ტექნიკურ დავალებაში)
- შეკვეთის ტრანსპორტირება დამკვეთის მისამართზე (ქ. თბილისი, ბეთლემის ქუჩა #27)
- სამუშაოს შესრულების შემდეგ დათქმულ ვადაში, საჭირო ფინანსური დოკუმენტაციის: ინვოისი, ჩეკი, ფაქტურა და ა.შ. წარმოდგენა;
დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით ასოციაცია CENN-ის ოფისში: ქ. თბილისი, ბეთლემის ქუჩა #27 ან გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: giorgi.mamporia@cenn.org
სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- კომპანიის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი (სავალდებულო);
- მომსახურების ღირებულება დღგ–ს გარეშე (სავალდებულო);
- მომსახურების (ბეჭდვის) ხანგრძლივობა (სავალდებულო);
- 2018 წლის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტის ქონებაზე არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში (სავალდებულო).
შემოთავაზების მოქმედების ხანგრძლივობა – 3 თვე
არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ განიხილება.
სატენდერო განაცხადი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
- მომსახურების ფასი;
- მომსახურების ხანგრძლივობა;
- განაცხადების ტექნიკური შესაბამისობა;
- შესაბამისი კუთხით მუშაობის გამოცდილება (ასევე, CENN-თან თანამშრომლობის გამოცდილება);
საკონტაქტო ინფორმაცია:
გიორგი მამფორია
ტელ: +995 32 275 19 03 / 04
მობ: +995 591 21 99 11
ელ-ფოსტა: giorgi.mamporia@cenn.org
ვებ-გვერდი: http://www.cenn.org
ტენდერის კატეგორია:
- 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები