ჩაბარების ვადა:
27 აპრილი 2018, 12:00
სტატუსი:
დასრულებულიT3760 - ტენდერი თხევადი გაზის (LPG) გასამართი სადგურის მოდულების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ნეოგაზი“ აცხადებს ტენდერს მასალის: თხევადი გაზის (LPG) გასამართი სადგურის მოდულების შეყიდვაზე 16/04-NEO-P/LBOX-18
შესყიდვის სპეციფიკაცია:
შპს ნეოგაზის საკუთრებაში არსებული გაზგასამართი სადგურების ტერიტორიაზე მიწისზედა LPG გასამართი სადგურის მოდულების შესყიდვა - ინსტალაცია - გაშვება (ჯამში 14 ცალი).
შენიშვნა: მოსამზადებელი სამუშაოები შესრულდება დამკვეთის მიერ.
დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:
- მოდულების კომპლექტაციის ტექნიკური დავალება;
- გაზგასამართი სადგურების მისამართები
შპს „ნეოგაზი“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით:
- წინადადება უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების, მონტაჟისა და გაშვების ხარჯს. - ინფორმაცია მიწოდების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ:
- შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე. - ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ (მსგავსი შესრულებული პროექტების ჩამონათვალი დამკვეთისა და პერიოდის მითითებით);
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
- ინფორმაცია საგარანტიო ვადებისა და პირობების შესახებ.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22;
- ტექნიკური საკითხების განსახილველად: გიორგი გიორგაძე. საკონტაქტო ნომერი: 599 97 88 18;
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 27 აპრილის 12:00 საათი.
ტენდერის კატეგორია:
- 44600000 ავზები, რეზერვუარები და კონტეინერები; ცენტრალური გათბობის რადიატორები და ბოილერები
- 34100000 ავტოსატრანსპორტო საშუალებები
- 42100000 დანადგარები მექანიკური ენერგიის წარმოებისა და გამოყენებისთვის