ჩაბარების ვადა:
30 აპრილი 2018, 17:00
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T3794 - ტენდერი ტირიფონი ჰესის შენობის სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე
ელ. ტენდერი
ელექტრონული ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს მომსახურების, კერძოდ: ტირიფონი ჰესის შენობის სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე #23/04-GIECH-S/CR-18
მომსახურების აღწერა:
- გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვეშში მდებარე ტირიფონი ჰესის შენობის სარემონტო სამუშაოების წარმოება შემსრულებლის მასალით;
დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:
- შესასრულებელი სამუშაოების მოცულობები;
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- კომერციული წინადადება წარმოდგენილი დეტალური ხარჯთაღრიცხვის გზით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ:
- შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე; - ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას:
- პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
- სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი. - არ შეისყიდოს აღნიშნული მომსახურება.
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე და აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge ;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
- საკონტაქტო პირი დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. v_maisuradze@gig.ge ; 551 11 22 22.
- საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: რამაზ ცერცვაშვილი: საკონტაქტო ნომერი: 599 88 57 58.
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 30.04.2018, 17:00 სთ.
შენიშვნა: აღნიშნული ტენდერი ტარდება 3 ბიჯიანი ვაჭრობის პრინციპით.
ტენდერის კატეგორია:
- 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები