ჩაბარების ვადა:
8 მაისი 2018, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT3797 - ტენდერი ბეჭდვითი მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს “ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს ბეჭდვითი მომსახურების შესყიდვაზე: გათამაშებისთვის ბილეთების დაბეჭდვაზე 24/04-NEO-S/PRT-18
მომსახურების აღწერა:
- ბილეთების მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს: 600 000 (ექვასი ათასი) ცალს,
- ნუმერაცია 700 001 დან 1 300 000-ის ჩათვლით;
- ზომა - 60 მმ X 120 მმ;
- ფორმა - ოთკუთხედი;
- ფერები - 4+4.
დართულ ფაილში, გთხოვთ, იხილოთ:
- ტექნიკური დავალება;
- ბილეთის დიზაინი.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით შემდეგი რაოდენობების მიხედვით:
- 100 000 ბილეთის დაკვეთის შემთხვევაში;
- 200 000 ბილეთის დაკვეთის შემთხვევაში;
- 300 000 ბილეთის დაკვეთის შემთხვევაში;
- 400 000 ბილეთის დაკვეთის შემთხვევაში;
- 500 000 ბილეთის დაკვეთის შემთხვევაში;
- 600 000 ბილეთის დაკვეთის შემთხვევაში. - ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური/მსგავსი სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის მითითებით);
- ტექნიკური დავალების შესაბამისად წარმოდგენილი ნიმუში;
- შენიშვნა: ნიმუშის წარმოდგენა აუცილებელია. - ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
- ვანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე. - კომპანიის საკონტაქტო ინფორმაცია.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22
- საკონტაქტო პირი ბილეთების მახასიათებლებთან დაკავშირებით: ესმა ჩაჩანიძე. საკონტაქტო ნომერი: 599 67 14 14;
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 8 მაისი, 17:00 საათი.
ტენდერის კატეგორია:
- 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები