ჩაბარების ვადა:
4 მაისი 2018, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT3813 - ტენდერი საიუველირო მაღაზიის დაზღვევაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს მისო "რიკო ექსპრესი" აცხადებს ტენდერს საიუველირო მაღაზიის დაზღვევაზე.
მაღაზიაში განთავსებული ნივთების საერთო ფასი: 1 300 000 ლარი.
აუცილებელი პირობა, სადაზღვევო რისკები, კერძოდ:
- გარეგანი ზემოქმედებით მიყენებული დაზიანება, ხანძარი, წყალდიდობა, აფეთქება, მიწისძვრა, სეტყვა, ნიადაგის ჩამოშლა, წყალგაყვანილობის სისტემის მწყობრიდან უეცარი და მოულოდნელი გამოსვლა.
- დაზღვევის საგნის გატაცება, მათ შორის ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა და მათი მცდელობა, მესამე მხარის მიერ განზრახ მიყენებული ზიანი, სატრანსპორტო საშუალებით მიყენებული ზიანი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- სრულად შევსებული თანდართული დოკუმენტი თქვენ მიერ შემოთავაზებულ პროდუქტზე
- ხარჯების ანაზღაურების პირობები
- გამონაკლისების დეტალური სია - რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას
- სადაზღვევო ანგარიშსწორების პირობები
მონაწილეობის მიღება:
გთხოვთ, ტენდერის მასალა მოგვაწოდოთ დახურული კონვერტებით მისამართზე: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. N 70
შემოთავაზების გამოგზავნის ბოლო ვადაა 4 მაისი, 2018
საკონტაქტო ინფორმაცია:
ნიკა კეკუტია
577514475
ტენდერის კატეგორია:
- 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები
- 66700000 გადაზღვევის მომსახურებები