ჩაბარების ვადა:

28 მაისი 2018, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T3815 - ტენდერი ჰიდროელექტრო სადგურის სადაწნეო მილსადენის ქვიშაჭავლური დამუშავებასა და ანტიკოროზიულ შეღებვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორი ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს მომსახურების შესყიდვაზე, კერძოდ ჰიდროელექტრო სადგურის სადაწნეო მილსადენის ქვიშაჭავლური დამუშავებასა და ანტიკოროზიულ შეღებვაზე 27/04-GIEC-S/SB-18

მომსახურების აღწერა:

  • ოზურგეთის რაიონის სოფ. გომში მდებარე ბჟუჟა ჰესის ერთ ძაფიანი სადაწნეო მილსადენისა, საყრდენებისა და წყლის გამანაწილებელი კოლექტორის ქვიშაჭავლური დამუშავება ;
  • ანტიკოროზიული საღებავით შეღებვა;
  • მილსადენის დიამეტრი - 1200 მმ;
  • მილსადენის სიგრძე - 776 მეტრი;
  • კოლექტორის დიამეტრი - 900 მმ;
  • კოლექტორის სიგრძე - 70 მეტრი;

მილსადენის ნახაზი, ტექნიკური დავალება, და მილსადენის ულტრაბგერითი შემოწმების აქტი გთხოვთ იხილოთ დართულ ფაილებში. სიტუაციის უკეთ შესასწავლად აუცილებელია ტერიტორიის ადგილზე დათვალიერება.

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია:

  • დეტალური ხარჯთაღრიცხვა ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს ჩათვლით;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
  • ტექნიკური წინადადება, სადაც მითითებული იქნება საღებავის ტიპი, რომელიც იქნება გამოყენებული შეღებვის დროს. შემოთავაზებული წინადადების პირობებში როგორი იქნება დაფარვის ხარისხი მიკრონებში.
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადების შესახებ;
  • სამუშაოს შესრულების ვადები;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, გადაწყვეტილების მიმღები პირის საკონტაქტო ინფორმაცია);

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
  • სარეკომენდაციო წერილები.

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22.
  • საკონტაქტო პირი ტექნიკური საკითხების განსახილველად: ლერი ჭიპაშვილი; საკონტაქტო ნომერი: 599 88 11 66.

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 28 მაისი, 17:00 საათი.

ტენდერის კატეგორია:

  • 90400000 ჩამდინარე წყლებთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები