ჩაბარების ვადა:

14 მაისი 2018, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T3824 - ტენდერი ბუქსირ „კაპიტან ფაღავა“-ს საკლასო რემონტის ჩატარებისათვის მასალის მოწოდებაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს "ბათუმის საზღვაო ნავსადგური" აცხადებს კონკურსს კაპიტან ფაღავა“-ს საკლასო რემონტის ჩატარებისათვის მასალის მოწოდებაზე.

მიწოდების ადგილი: ქ. ბათუმი, ბაქოს ქუჩა #15.

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

სატენდერო დოკუმენტაციის ჩაბარების მეთოდი: დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ. ბათუმი, ბაქოს ქუჩა #15.

პოტენციურმა მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი (მისი არყოფნის შემთხვევაში უფროსის მოადგილე) ფასიანი წინადადება, დადასტურებული ორგანიზაციის ბეჭედით (მისი არსებობის შემთხვევაში), რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას და დოკუმენტებს:

  • პოტენციური მიმწოდებელის დასახელება
  • პოტენციური მიმწოდებელის ფაქტიური მისამართი
  • წარმოდგენილი საქონლის/სამუშაოების/მომსახურების დასახელება, დახასიათება და მოცულობა
  • საქონლის მიწოდების ვადები და ადგილი.
  • გადახდის ფორმა ავანსის გარეშე
  • ერთეულის და საერთო ფასს აშშ დოლარში ან ლარში დღგ-ის გარეშე, თუ დღგ-ის გადამხდელი დღგ-ის ჩათვლით, ღირებულება უნდა შეიცავდეს ტექნიკური სპეციფიკაციით გათვალისწინებულ ყველა ხარჯებს.
  • პოტენციური მიმწოდებელის სახელმწიფო რეგისტრაციის ცნობა (ასლი)
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ასლი)
  • ლიცენზიის ასლი (თუ შესყიდვის ან საქმიანობის, პირობები ექვემდებარება სავალდებულო ლიცენზირების)
  • პოტენციური მიმწოდებელის მიერ ხელმოწერილი მისაწოდებელი საქონლის/სამუშაოების/მომსახურების ტექნიკური სპეციფიკაცია
  • ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ან რუსულ ენებზე.

გამოცხადების თარიღი:01/05/2018
წინადადებების მიღების საბოლოო თარიღი: 14/05/2018

ხელშეკრულების გაფორმება ხორციელდება შესყიდვების შედეგების ოქმში მითითებულ ვადებში, მაგრამ არა უგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა შესყიდვების ოქმის ხელმოწერიდან.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ შპს "ბათუმის საზღვაო ნავსადგური" შესყიდვებისა და კონტრაქტების დეპარტამენტს
პოტენციური მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი წინადადება წარმოადგენს თანხმობას განახორციელოს შემკვეთის მიერ ტექნიკურ სპეციფიკაციაში (დანართი) მითითებული საქონლის/სამუშაოების/მომსახურების შესრულება.

ტენდერის კატეგორია:

  • 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები
  • 44200000 სტრუქტურული მასალები
  • 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები
  • 44500000 ხელსაწყოები, საკეტები, გასაღებები, ანჯამები, დამჭერები, ჭაჯვები და ზამბარები/რესორები
  • 42900000 სხვადასხვა ზოგადი და სპეციალური დანიშნულების მანქანა-დანადგარები