18 მაისი 2018, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT3826 - ტენდერი კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ პრეტენდენტებს სთავაზობს გამოცხადებულ ტენდერში: „კომპიუტერული ტექნიკის 2018-2019 წლის მიწოდება“ შეთავაზების წარმოდგენას.
შერჩევის პროცესი ჩატარდება შემდეგი სქემით:
- პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2018 წლის 18 მაისის 18:00 საათისა.
- სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის შეფასებას და შერჩევას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
- საჭიროების შემთხვევაში შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
- საბოლოო ეტაპზე მოხდება პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და გაფორმდება ერთ წლიანი ხელშეკრულება.
ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
- ტენდერის გამოცხადება 2 მაისი 2018
- სატენდერო წინადადებების მიღება 18 მაისი 2018
- გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და შეტყობინების გაგზავნა 25 მაისი 2018
- ხელშეკრულების გაფორმება 1 ივნისი 2018
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადებების წარდგენა უნდა მოხდეს დახურული კონვერტის პრინციპით. კონვერტი უნდა იყოს დალუქული და სველი წესით დამოწმებული. კონვერტზე დატანილი უნდა იყოს:
- ტენდერის სრული დასახელება
- პრეტენდენტის იურიდიული დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი
- პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია
- მიმღები: სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ - შესყიდვების განყოფილება
პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2018 წლის 18 მაისის 18:00 საათისა სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ოფისში, მისამართი: ქ. თბილისი, ვაჟა- ფშაველას გამზ. N40, მე-5 სართ.
შერჩევის პროცესის მსვლელობის დროს პრეტენდენტ/ებ/ს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში,
გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Evex_Purchasing@evex.ge .
ტენდერის კატეგორია:
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები