7 მაისი 2018, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT3830 - ფასთა გამოკითხვა ზუგდიდის რ-ნი, სოფელი განმუხურში მდებარე აკვა-პარკისთვის არაორგანული ქიმიკატების შეძენაზე
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
შპს ,,აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას ზუგდიდის რ-ნი, სოფელი განმუხურში მდებარე აკვა-პარკისთვის არაორგანული ქიმიკატების შეძენაზე.
კომპანია იწვევს კვალიფიციურ პირებს ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად.
შესყიდვის ობიექტის დახასიათება:
- კონკურსის მიზანია შეირჩეს კონტრაქტორი, რომელიც შეძლებს, მოგვაწოდოს სასურველი საქონელი ეტაპობრივად სავარაუდო რაოდენობების მიხედვით 2018 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით;
- შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ზუგდიდის რ-ნი, სოფელი განმუხურში მდებარე აკვა-პარკში არსებული აუზისთვის საჭირო ქვემოთ მოცემული არაორგანული ქიმიკატები:
N | დასახელება | ერთეული | რ-ბა |
1 | ქლორი | ტონა | 3 |
2 | PH (-) | ტონა | 3 |
3 | PH (+) | ტონა | 3 |
4 | PH (-) | ტონა | 1 |
5 | PH (+) | ტონა | 1 |
6 | კოაგულანტი (ფლუკონანტი) |
ლიტრი | 400 |
დეტალური ინფორმაცია შესაძენი პროდუქციის შესახებ იხილეთ თანდართულ ფაილში.
მიწოდების ადგილმდებარეობა და ვადა
- ზუგდიდის რ-ნი, სოფელი განმუხური - ანაკლია.
- მიწოდების ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღე (დამატებით ეტაპობრივად, მოთხოვნის საფუძველზე);
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- ინფორმაცია პროდუქციის ღირებულების შესახებ;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
- პრეტენდენტის იურიდიული სახელწოდება, საკონტაქტო ინფორმაცია.
- ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ.
შე ნ ი შ ვ ნ ა:
წინადადების წარდგენისას მონაწილე არ უნდა იყოს:
- გაკოტრების პროცესში
- ლიკვიდაციის პროცესში.
შპს ,,აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ მიერ გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებული იქნება როგორც პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილ პროდუქციის ღირებულებაზე, ასევე მათ გამოცდილებასა და საანგარიშსწორებო პირობებზე.
ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები:
წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით, დალუქულ კონვერტში, მისამართზე: ქ.თბილისი, კოსტავას ქ. N70; კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ფასთა გამოკითხვის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2018 წლის 7 მაისს 18:00 სთ-მდე.
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: tamar.japhiashvili@amadco.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე:
საკონტაქტო პირი:
თამარ ჯაფიაშვილი
+995 322 22 65 33 (19)
სამუშაო საათები: 10:00-დან 18:00-მდე.
ტენდერის კატეგორია:
- 24300000 ძირითადი არაორგანული და ორგანული ქიმიკატები
- 24900000 სუფთა ქიმიკატები და სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების პროდუქტები