10 მაისი 2018, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT3846 - ფასთა გამოკითხვა ზუგდიდის რ-ნი, სოფელი განმუხურში მდებარე აკვა-პარკისთვის აქსესუარებისა და ინვენტარის შეძენაზე
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
შპს ,,აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას ზუგდიდის რ-ნი, სოფელი განმუხურში მდებარე აკვა-პარკისთვის აქსესუარებისა და ინვენტარის შეძენაზე.
ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად კომპანია იწვევს დაინტერესებულ პირებს.
შესყიდვის ობიექტის დახასიათება:
- ფასთა გამოკითხვის მიზანია შეირჩეს მონაწილე, რომელიც შეძლებს, მოგვაწოდოს სასურველი საქონელი დაბალ ფასებში, 2018 წლის 5 ივნისამდე;
- შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ზუგდიდის რ-ნი, სოფელი განმუხურში მდებარე აკვა-პარკისთვის საჭირო ცხრილში მოცემული ინვენტარი და აქსესუარები:
N | დასახელება | რაოდენობა |
1 | შეზლონგი | 300 |
2 | გასაბერი კამერა 2 სექციიანი | 30 |
3 | მზის დამცავი ქოლგა სადგამით | 100 |
4 | ტურნიკეტისთვის განკუთვნილი ჩიპიანი სამაჯურები | 400 |
5 | მაისურები და კეპები შესაბამისი წარწერებით (წყვილი) | 60 |
დეტალური ინფორმაცია შესაძენი პროდუქციის შესახებ იხილეთ თანდართულ ფაილში.
წინადადებების მიღება შესაძლებელია როგორც ყველა დასახელებაზე ერთად, ასევე ცალ-ცალკე.
მიწოდების ადგილმდებარეობა და ვადა
- ზუგდიდის რ-ნი, სოფელი განმუხური - ანაკლია (სამაჯურების, მაისურებისა და კეპების შემთხვევაში - თბილისი);
- მიწოდების ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღე.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- ინფორმაცია პროდუქციის ღირებულების შესახებ;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
- პრეტენდენტის იურიდიული სახელწოდება, საკონტაქტო ინფორმაცია.
- ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ.
შე ნ ი შ ვ ნ ა:
წინადადების წარდგენისას მონაწილე არ უნდა იყოს:
- გაკოტრების პროცესში
- ლიკვიდაციის პროცესში;
- მოვალეთა რეესტრში;
- ყადაღა დადებული.
შპს ,,აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ მიერ გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებული იქნება როგორც პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილ პროდუქციის ღირებულებაზე, ასევე მათ გამოცდილებასა და საანგარიშსწორებო პირობებზე.
ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები:
წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით, დალუქულ კონვერტში, მისამართზე: ქ.თბილისი, კოსტავას ქ. N70; კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ფასთა გამოკითხვის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2018 წლის 10 მაისს 18:00 სთ-მდე.
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: tamar.japhiashvili@amadco.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე:
საკონტაქტო პირი:
თამარ ჯაფიაშვილი
+995 322 22 65 33 (19)
სამუშაო საათები: 10:00-დან 18:00-მდე.
ტენდერის კატეგორია:
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
- 18300000 ტანსაცმელი
- 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები
- 39100000 ავეჯი
- 39200000 ავეჯის აქსესუარები