ჩაბარების ვადა:
21 მაისი 2018, 13:00
სტატუსი:
დასრულებულიT3851 - ტენდერი ნავთობ ბაზის რეზერვუარების ღებვის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს ნავთობ ბაზის რეზერვუარების ღებვის შესყიდვაზე.
ნავთობ ბაზებზე საჭიროა რეზერვუარების კედლების და სახურავის გარე პერიმეტრის ანტი კოროზიული საღებავით დამუშავება და შეღებვა.
- თანდართულ ფაილში იხილეთ სურათები
- შესაღები რეზერვუარების ტექნიკური მონაცემები
- რეზერვუარები უნდა შეიღებოს მაღალი ხარისხის ანტი კოროზიული საღებავით
- მისამართ ქ. თბილისი, წყალსადენის ქ 11
რეზერ. ნომერაცია | ტევადობა (მ3) | სიმაღლე (მეტრი) | დიამეტრი (მეტრი) |
1 | 1000 | 10.68 | 11.3 |
2 | 1000 | 13.98 | 9.98 |
3 | 535 | 7.3 | 9.77 |
4 | 523 | 6.98 | 10.04 |
19 | 2000 | 11.78 | 9.95 |
20 | 1000 | 11.89 | 10.48 |
21 | 1000 | 10.7 | 11.29 |
დაინტერესების შემთხვევაში წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:
- ფასის ცხრილი
- ანგარიშსწორების პირობები;
- მოწოდების ვადები და პირობები;
- რეკომენდაციები (მინიმუმ 4 სხვადასხვა კომპანიიდან);
- ბოლო სამი წლის ჩამონათვალი რომელ კომპანიებთან თანამშრომლობთ
- საბუთები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში.
კონვერტზე უნდა მიუთითოთ:
- ტენდერის დასახელება;
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი, იურიდიული მისამართი);
- მიმღების დასახელება ( შესყიდვების სამსახური)
- ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 21.05.2018 (13:00 სთ)
გამარჯვებულად გამოცხადდება კომპანია, რომელიც შემოგვთავაზებს საუკეთესო ფასს, ხარისხს და მომსახურების პირობებს. გადაწყვეტილების დროს გათვალისწინებული იქნება რეკომენდაციები.
საკონტაქტო პირი:
სოსო ქარსელაძე
შესყიდვების სამსახურის უფროსი
577 00 49 49
ელ. ფოსტა s.karseladze@gulf-ge.com
ტენდერის კატეგორია:
- 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები