ჩაბარების ვადა:

22 მაისი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T3862 - ტენდერი ბეჭდური მასალების დამზადებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს ფინკა ბანკი საქართველო FINCA Microfinance Holdings (FMH) გლობალური ქსელის ნაწილია. ფინკა ბანკს ძლიერი საერთაშორისო ფინანსური პარტნიორები ჰყავს, როგორიცაა: FINCA International (USA), საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC, World Bank Group) (USA), KFW Bankengruppe-გერმანიის განვითარების ბანკი, FMO-ნიდერლანდების გაერთიანებული ბანკი, responsAbility Social Investments AG, და Triple Jump. სს ფინკა ბანკი საქართველო, დღეისათვის 36 სერვის ცენტრის საშუალებით საბანკო მომსახურებას უწევს 100 000-ზე მეტ მომხმარებელს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში.

სს „ფინკა ბანკი საქართველო“ აცხადებს ტენდერს ბეჭდური მასალების დამზადებაზე.

ტენდერის პირობები და მოთხოვნები:
მოთხოვნილი პროდუქციის/მომსახურების ჩამონათვალი

კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • კომპანიის პორტფოლიო (პრეზენტაცია).
  • შესასყიდ ბეჭდურ მასალებში მოცემული სიის მიხედვით კომპანიის მიერ უკვე შესრულებული პრინტ სამუშაოები და ნიმუშები (ხელთ არსებული ნიმუშები)
  • ინვოისისა და პროდუქციის მოწოდების ვადები
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
  • შესასყიდი ბეჭდური მასალებისა და მისამართების დეტალური აღწერა

სასურველია ფასები მოწოდებული იქნას ეროვნულ ვალუტაში, გადასახადების ჩათვლით.
იმ შემთხვევაში, თუ ფასები მოწოდებულ იქნება აშშ დოლარში, გადახდა განხორციელდება ლარში გადახდის დღეს არსებული ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული კურსით.

აუცილებელი პირობა:

  • ხარისხიანი პროდუქციის მოწოდება
  • პროდუქციის ღირებულების შესაბამისობა ინვოისსა და სასაქონლო ზედნადებს შორის.

გთხოვთ, ტენდერის მასალები (ნიმუშების ჩათვლით) მოგვაწოდოთ დალუქული კონვერტით მისამართზე: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი #71, ბლოკი I, მე-3 სართული, ოფისი #12 – სს „ფინკა ბანკი საქართველო“-ს სათავო ოფისი.

გთხოვთ, კონვერტზე მიუთითეთ მონაწილე კომპანიის სახელწოდება ასევე, ტენდერის სახელწოდება და მოათავსოთ დალუქულ სატენდერო ყუთში. შემოთავაზების შემოტანა შესაძლებელია ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 09:00-დან 18:00-მდე. შემოთავაზების შემოტანის საბოლოო ვადა 2018 წლის 22 მაისი 18:00 საათი.

სს ფინკა ბანკი საქართველო ახორციელებს საქმიანობას უმაღლესი ეთიკური და პროფესიული სტანდარტების მიხედვით და ბანკის შიდა წესების მიხედვით, ბანკის თანამშრომელს და/ან მასთან დაკავშირებულ პირს არ შეიძლება ჰქონდეს პირდაპირი ან არაპირდაპირი ფინანსური ინტერესი ბანკის რომელიმე კონტრაჰენტთან (ინტერესთა კონფლიქტი). აღნიშნულის გათვალისწინებით, ტენდერში მონაწილე კომპანიასა და ბანკის თანამშრომელს და/ან მათთან დაკავშირებულ პირებს შორის არ უნდა არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტი.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში,დაგვიკავშირდით ელ.ფოსტის მისამართზე: Natia.Khuchua@finca.ge  | Nato.Oboladze@finca.ge 

ტენდერის კატეგორია:

  • 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
  • 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები