18 მაისი 2018, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT3869 - ტენდერი სასმელი წყლის შესყიდვა/მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს სასმელი წყლის შესყიდვა, მომსახურებაზე თბილისსა და რეგიონებში:
# | დასახელება | აღწერა | ფასი |
1 | ბალონი | 19 ლ. | |
2 | ერთჯერადი ჭიქა | 100 ც. |
შენიშვნა:
- ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
- შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;
სხვა პირობები
- მიმწოდებელი ვალდებულია, ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში, წყლის ჩამოსასხმელი დისპენსერები უსასყიდლოდ მიაწოდოს ბანკს მის მიერ მითითებულ მისამართებზე, საქართველოს მაშტაბით დაახლოებით 360 ობიექტს;
- შემოთვაზებული ფასი უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების საფასურს თბილისსა და რეგიონების მაშტაბით;
- თბილისის მაშტაბით მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შეკვეთის მიღებიდან მეორე დღეს. (მაგ: შეკვეთა მიიღეს ორშაბათს დღის პირველ ნახევარში, სამშაბათს დღის ბოლომდე ყველა მოთხოვნა უნდა შესრულდეს.)
- რეგიონების მაშტაბით მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შეკვეთის მიღებიდან ორი დღის ვადაში. (მაგ: შეკვეთა მიიღეს ორშაბათს დღის პირველ ნახევარში, ოთხშაბათს დღის ბოლომდე ყველა მოთხოვნა უნდა შესრულდეს.)
- მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი, ფასის შეთავაზებასთან ერთად, მათ შორის პროდუქტის ნიმუშების ამსახველი სურათები;
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება;
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2018 წლის 11 მაისიდან 2017 წლის 18 მაისის ჩათვლით;
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge ;
- აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ერთეულის ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფაში, პროდუქტი #1-ის და პროდუქტი #2-ის გასწვრივ;
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
- კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
ბესო ქიტიაშვილი
ტელ.: (+995 32) 2 444 444 (*4619)
მობ.:(+995 555) 000778 /
ელ-ფოსტა: bkitiashvili@bog.ge
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2018 წლის 18 მაისი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=891&lang=geo
ტენდერის კატეგორია:
- 41100000 ბუნებრივი წყალი