ჩაბარების ვადა:
29 მაისი 2018, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT3887 - ტენდერი დასუფთავების მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს “ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს მომსახურების: კომპანიის საკუთრებაში არსებული გაზგასამართი სადგურების დასუფთავებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით #15/05-NEO-S/CLEANING-18
მომსახურების აღწერა:
შპს „ნეოგაზი“-ს ავტო გაზგასმართი სადგურების გენერალური და ყოველდღიური დასუფთავება 08:00 საათიდან 20:00 საათამდე.
- დასუფთავებას ექვემდებარება ავტო გაზგასამართი სადგურის ტერიტორია, სველი წერტილები და ადმინისტრაციული შენობები და იქ განთავსებული მოწყობილობები - ავეჯი, ინვენტარი, დანადგარები და აქსესუარები;
- შემსრულებელმა უნდა უზრუნველყოს დასუფთავებისთვის საჭირო საშუალებებით მომარაგება, მათ შორის ქიმიური საშუალებები, პროფესიონალური ტექნიკა და ინვენტარი, უსაფრთხოების დამცავი საშუალებები და უნიფორმები.
- კომპანიის მიერ უნდა იქნას შერჩეული და წინასწარ შეთანხმებული აღნიშნული მომსახურების გაწევისთვის საჭირო ყველა საწმენდი საშუალება.
- შემსრულებელმა უნდა უზრუნველყოს დანადგარებისა და ზედაპირების დაზიანებისგან დაცვა და საჭიროების შემთხვევაში მათი შეფუთვა.
შენიშვნა: გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ვადიანი ხელშეკრულება სადაც გადახდა იწარმოებს ყოველი შემდგომი თვის 15 რიცხვამდე.
დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:
- სადგურების ჩამონათვალი და მისამართები;
- ტექნიკური დავალება - დასუფთავების შესავსები გრაფიკი დასუფთავების ტიპების მიხედვით ;
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- ყოველთვიური მომსახურების ღირებულება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- შევსებული დანართი N2;
- ინფორმაცია კომპანიის ანალოგიური გამოცდილების შესახებ, კორპორატიული კლიენტების მითითებით;
- სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი - მინიმუმ ერთი (სასურველია ორი).
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22
- კვლევასთან დაკავშირებული საკითხებისთვის განსახილველად: ესმა ჩაჩანიძე. საკონტაქტო ნომერი: 599 67 14 14;
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 29 მაისი, 17:00 საათი.
ტენდერის კატეგორია:
- 90600000 ქალაქის ან სოფლის ზონების დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება, ასევე მათთან დაკავშირებული მომსახურებები
- 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება