ჩაბარების ვადა:

5 მარტი 2015, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T391 - ფასთა გამოკითხვა ბრენდირებული ზაფხულის სპეცტანსაცმლის შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. შემოთავაზებების მიღების ვადა გახანგრძლივდა 2015 წლის 5 მარტამდე, 12:00სთ. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“  გეგმავს ავტომანქანების ბუნებრივი აირით გასამართი სადგურის თანამშრომლებისთვის ბრენდირებული ზაფხულის სპეცტანსაცმლის შესყიდვას.

შესაძლო შესყიდვის მიზნით, კომპანია აცხადებს ფასთა გამოკითხვას და იწვევს დაინტერესებულ და ანალოგიური მიწოდების გამოცდილების მქონე პირებს ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად.

დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ იხილოთ თანდართული დოკუმენტები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • ანალოგიური მიწოდების გამოცდილება.

მოვალეობები

  • შეკვეთის დადასტურებიდან სამი კალენდარული კვირის ვადაში შესყიდვის ობიექტის მიწოდების განხორციელება დამკვეთის მიერ მითითებულ მისამართზე ქალაქ თბილისში.
  • დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში, წინადადებების განხილვიდან ოთხი კალენდარული დღის ვადაში შესყიდვის ობიექტის თითოეული დასახელების ნიმუშის წარმოდგენა (უსასყიდლოდ).

ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტაცია

  • პრედენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები და საკონტაქტო ინფორმაცია (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, იურიდიული და ფიზიკური მისამართი, ტელეფონი, ელ.ფოსტა და ვებ მისამართი).
  • უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
  • ინფორმაცია პრედენდენტის პერსონალის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესახებ.
  • ინფორმაცია ანალოგიური მიწოდების გამოცდილების შესახებ (მსგავსი სამუშაოების ჩამონათვალი: კლიენტის დასახელება, სამუშაოს დასახელება, მოცულობა და პერიოდი).
  • ინფორმაცია ქვეკონტრაქტორების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მიღებისათვის წარმოსადგენი ინფორმაცია

  • შესყიდვის ობიექტის ფასი, ერთეულის ფასის მითითებით, ყოველგვარი მომსახურებისთვის გაწეული დანახარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით ეროვნულ ვალუტაში.
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა, გადახდის პირობების, მოწოდების პირობებისა და ვადების, გარანტიის პერიოდის მითითებით.
  • უნიფორმის სრული კომპლექტის ესკიზი და ქსოვილის ნიმუში.

ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები:

  • დოკუმენტაცია და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში.
  • დალუქულ კონვერტზე მითითებული უნდა იყოს კომპანიის დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია.
  • წინადადებების მიღება წარმოებს 2015 წლის 5 მარტის 12:00 სთ-მდე შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“–ს თბილისის ოფისში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. #14, მე-2 სართული, ოთახი #12.
  • წინადადებების გახსნა სატენდერო კომისიისა და ფასთა გამოკითხვაში მონაწილე პირთა თანდასწრებით განხორციელდება 2015 წლის 5  მარტს 12:30 სთ-ზე.
  • მოთხოვნის შემთხვევაში, პრედენდენტმა უნდა წარმოადგინოს სარეკომენდაციო წერილი მოთხოვნიდან ოთხი კალენდარული დღის ვადაში.

შერჩევის  შემთხვევაში, წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  • ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია.
  • ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება.
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ.
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან,  რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა.
  • ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ.

გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით.

 შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ იტოვებს უფლებას შესყიდვა განახორციელოს ეტაპობრივად ან/და ნაწილობრივ, მიიღოს წინადადება სრულად ან ნაწილობრივ,  შეიტანოს ცვლილება გამოცხადებულ ზომებში, რაოდენობებსა და სპეციფიკაციებში.

საკონტაქტო ინფორმაცია

საკონტაქტო პირი: ესმა ჩაჩანიძე
მობ: 595 99 02 94
E-mail: e_chachanidze@giec.ge
მისამართი: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. #14, მე-2 სართული, ოთახი #12

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ