4 ივნისი 2018, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT3925 - ფასთა გამოკითხვა მაშველების მომზადება-სერთიფიცირებაზე
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
შპს ,,აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას მაშველების მომზადება-სერთიფიცირებაზე ზუგდიდის რ-ნი, სოფელი განმუხურში მდებარე აკვა-პარკისთვის.
სამუშაოების ჩატარების ადგილმდებარეობა: ზუგდიდის რ-ნი, სოფელი განმუხური - ანაკლია.
სამუშაოების აღწერილობა
- ფასთა გამოკითხვის მიზანია ანაკლიაში (ზუგდიდის რ-ნი, სოფ. განმუხური) მდებარე აკვაპარკის უსაფრთხო და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით აკვაპარკში დასაქმებული მაშველების გადამზადება და შესაბამისი სერთიფიცირება. სწავლება მაშველებს პროფესიული შესაძლებლობების განვითარებაში დაეხმარება, რაც სამომავლოდ გააუმჯობესებს მათ რეაგირებას შესაბამის სიტუაციაში
- სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობა - 5 დღე
- გადასამზადებელი მაშველების რაოდენობა - 20
გადამზადების შესაბამისი კურსის გავლის შედეგად მაშველმა:
- უნდა იცოდეს დაზარალებულების მდგომარეობის შეფასების ხერხები;
- განახორციელოს დაზარალებულის გამოყვანა და ტრანსპორტირება სხვადასხვა პირობებში;
- აღმოუჩინოს მას პირველადი სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება;
- შეასრულოს მოვალეობები მორიგე სამსახურის განხორციელებისას საგუშაგოებზე შიდა განაწესის მიხედვით.
აუცილებელი პირობები:
- ფასთა გამოკითხვაში მონაწილე პირს უნდა გააჩნდეს აღნიშნულ სფეროში არანაკლებ 3 (სამწლიანი) გამოცდილება;
- გადამზადება უნდა განხორციელდეს საერთაშორისო სტადარტებით და უნდა ითვალისწინებდეს იმ მეთოდოლოგიასა და მიდგომებს, რომლებიც ცალსახად არის დაფიქსირებული საერთაშორისო სწავლებით.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ღირებულების შესახებ;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
- პრეტენდენტის იურიდიული სახელწოდება, საკონტაქტო ინფორმაცია.
- ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ.
ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები:
წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით, დალუქულ კონვერტში, მისამართზე: ქ.თბილისი, კოსტავას ქ. N70; კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ფასთა გამოკითხვის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2018 წლის 04 ივნისის 18:00 სთ-მდე
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: tamar.japhiashvili@amadco.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე:
საკონტაქტო პირი:
თამარ ჯაფიაშვილი
+995 322 22 65 33 (19)
ტენდერის კატეგორია:
- 80500000 სატრენინგო მომსახურებები
- 79600000 პერსონალის დაქირავებასთან დაკავშირებული მომსახურებები