ჩაბარების ვადა:

11 ივნისი 2018, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T3955 - ტენდერი ნაყინის რეალიზაციისათვის საჭირო 10 მ2 ფართის იჯარით გაცემაზე

ტენდერის აღწერილობა:

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "სერვისი-7" (იურიდიული მისამართი _ ოზურგეთი, ნატანები, შეკვეთილი) აცხადებს ტენდერს დაბა შეკვეთილში მდებარე ატრაქციონების პარკ ციცინათელას ტერიტორიაზე ნაყინის რეალიზაციისათვის საჭირო 10 მ2 ფართის იჯარით გაცემაზე.

ტენდერის პირობები

  • ხელშეკრულების მოქმედების ვადა: ა.წ. 15 ივნისიდან 16 სექტემბრამდე (სეზონური);
  • ხელშეკრულების საერთო ღირებულება 4500 (ოთხიათასხუთასი) ლარი (სეზონზე), დღგ-ს ჩათვლით.
  • ფართი შეიძლება გამოყენებული იქნას ნაყინის რეალიზაციისათვის.

ტენდერში მონაწილეობა შეუძლია მეწარმეთა შესახებ კანონის შესაბამისად რეგისტრირებულ ყველა დაინტერესებულ სუბიექტს, რომლებსაც გააჩნიათ ნაყინის რეალიზაციისათვის შესაბამისი გამოცდილება.

დაინტერესებულ პირებს სატენდერო დოკუმენტაციის მიღება შეუძლიათ 2018 წლის 5 ივნისიდან 2018 წლის 11 ივნისის 13 საათამდე შემდეგ მისამართზე: ოზურგეთი, ნატანები,შეკვეთილი, შპს სერვისი-7";

ტენდერში მონაწილის საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობებსა და ინფორმაციას.

იურიდიული პირისათვის:

  • ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან.
  • ცნობას, რომ საწარმო არ იმყოფება რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან გაკოტრების რეჟიმში.
  • განცხადებას ტენდერში მონაწილეობის შესახებ, პრეტენდენტის დასახელებას, ხელმძღვანელის სახელსა და გვარს, საბანკო რეკვიზიტებს, ტელეფონს, ელექტრონულ ფოსტას.
  • ცნობას საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის დავალიანებების არარსებობის შესახებ.
  • ინფორმაციას საზოგადოებრივი კვების სფეროში გამოცდილების, მუშაობის ხანგრძლივობის, მოცულობისა და სპეციფიკის შესახებ.

ფიზიკური პირისათვის:

  • განცხადებას ტენდერში მონაწილეობის შესახებ, პრეტენდენტის დასახელებას, ხელმძღვანელის სახელსა და გვარს, საბანკო რეკვიზიტებს, ტელეფონს, ელექტრონულ ფოსტას,.
  • ცნობას საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის დავალიანებების არარსებობის შესახებ.
  • ინფორმაციას საზოგადოებრივი კვების სფეროში გამოცდილების, მუშაობის ხანგრძლივობის, მოცულობისა და სპეციფიკის შესახებ.

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

პრეტენდენტებმა საკვალიფიკაციო მონაცემები და პირველადი სატენდერო წინადადება, შედგენილი ქართულ ენაზე 2 (ორ) ეგზემპლარად (ერთი ორიგინალი, ერთი ასლი) დახურული კონვერტით უნდა წარმოადგინონ 2018 წლის 11 ივნისის 17 საათამდე მისამართზეოზურგეთი, ნატანები, შეკვეთილი, შპს სერვისი-7”;

პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადებები.
პირველადი სატენდერო წინადადებების გახსნა მოხდება 2018 წლის 12 ივნისს 16 საათზე, შემდეგ მისამართზე: ოზურგეთი, ნატანები,შეკვეთილი, შპს სერვისი-7;

პრეტენდენტების მიერ ერთნაირი ფასის შემოთავაზების შემთხვევაში სატენდერო წინადადებები შეფასდება ქვემოთ მოცემული კრიტერიუმებით.

სატენდერო წინადადების შეფასების კრიტერიუმები იხილეთ თანდართულ ფაილში.

სატენდერო წინადადებები არ დაიშვება შეფასებისათვის, თუ პრეტენდენტები:

  • დადგენილ ვადაში არ წარმოადგენენ ამ განცხადებაში მოთხოვნილ ყველა ცნობასა და ინფორმაციას,
  • თუ რომელიმე მათგანი ყალბი აღმოჩნდება
  • ვერ დააკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ პირობებს.

ტენდერში მონაწილეობის მსურველ პირებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ შპს სერვის-7-ის დირექციაში, ოზურგეთი, ნატანები, შეკვეთილი, შპს სერვისი-7; მობილური 568411741 ელ.ფოსტა servisi-7@hotmail.com 

საკონტაქტო პირი: ნინო ჩხაიძე

ტენდერის კატეგორია:

  • 70200000 კერძო საკუთრების იჯარა ან ლიზინგი
  • 70300000 უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევა მესამე პირებისთვის ანაზღაურების სანაცვლოდ ან ხელშეკრულების საფუძველზე