13 ივნისი 2018, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT3965 - ტენდერი ჯომარდობის შიდა ტურნირის მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ჯომარდობის შიდა ტურნირის მომსახურებაზე. ტურნირის ჩატარების თარიღებია 7 და 8 ივლისი.
- 7 ივლისს ტურნირი უნდა გაიმართოს 96 პერსონისთვის (ექვსკაციანი 16 გუნდი)
- 8 ივლისს ტურნირი უნდა გაიმართოს 96 პერსონისთვის (ექვსკაციანი 16 გუნდი)
მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.
შენიშვნა:
- ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
- შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;
- ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ჯამურად 7 და 8 ივლისის გათვალისიწინებით.
- მონაწილე კომპანიის მიერ შემოთავაზებული ადგილმდებარეობა უნდა იყოს კეთილმოწყობილი, შესაბამისი რაოდენობის გასახდელი ოთახებით და სველი წერტილებით.
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთნ გაფორმდება ხელშეკრულება;
- ანგარიშწორება განხორციელდება მომსახურების შესრულების შემდეგ;
- მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი, ფასის შეთავაზებასთან ერთად;
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2018 წლის 6 ივნისიდან 2018 წლის 13 ივნისის ჩათვლით;
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge ;
- აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფებში: პროდუქტი #1-ის; პროდუქტი #2-ის და ა.შ გასწვრივ (ფასები უნდა მიეთითოს მეასედებით: 0,05; 0,35 და ა.შ);
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია და მოთხოვნები:
- მონაწილე კომპანიის მიერ შემოთავაზებული ადგილმდებარეობა უნდა იყოს კეთილმოწყობილი, შესაბამისი რაოდენობის გასახდელი ოთახებით და სველი წერტილებით.
- ტურნირის ჩატარების ლოკაციის ფოტო მალასა.
- სატრანსპორტო კომპანიის სახელი და საიდენტიფიკაციო კოდი
- სრული მენიუ
- მუსიკალური გაფორმების შემოტავაზება (dj, ბენდი, ფონური მუსიკა..)
- დამატებითი გასართობი აქტივობების სრული ჩამონათვალი
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
- კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
თამარ მაცაბერიძე
მობ.:(+995 591) 005 659
ელ-ფოსტა: tmatsaberidze@bog.ge
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2018 წლის 13 ივნისი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=897&lang=geo
ტენდერის კატეგორია:
- 63500000 ტურისტული სააგენტოების, ტუროპერატორებისა და ტურისტების დახმარების მომსახურებები