19 ივნისი 2018, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT3972 - ტენდერი გაჟღენთილი ხის განძელების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს “საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)” აცხადებს ტენდერს მასალის: გაჟღენთილი ხის განძელების შესყიდვაზე #12/06-SAQN-P/SPIKE-18
შესასყიდი მასალის სპეციფიკაცია:
- რკინიგზის ლიანდაგის სამაგრი ომბოხი (კასტილი) - 16Х16Х165მმ. ГОСТ 5812 - 82;
- რაოდენობა - 5000 ცალი;
შენიშვნა: აღნიშნული რაოდენობის შესყიდვა მოხდება 2018 წლის განმავლობაში.
შპს საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი) იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება დანართი № 1 სახით სრულად შევსებული;
- ფასი მოცემული უნდა იყოს მიწოდებით მისამართზე: ქ. ტყიბული, თაბუკაშვილის N13; - ინფორმაცია ანალოგიური მიწოდების შესახებ;
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
წინადადების წარდგენის წესი:
დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე. ელექტრონული ფოსტა: v_maisuradze@gig.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22.
- საკონტაქტო პირი ტექნიკურ დეტალებთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. საკონტაქტო ნომერი: 595 00 14 77.
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 19 ივნისი, არაუგვიანეს 17:00 საათისა.
ტენდერის კატეგორია:
- 03400000 მეტყევეობისა და ტყეკაფვის პროდუქტები
- 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები