ჩაბარების ვადა:

6 მარტი 2015, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T401 - კონკურსი ბეჭდვით მომსახურებაზე

კონკურსის აღწერილობა:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით შპს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში.

პროექტის ნომერი: 14.2203.9-004.00

პროექტის სახელწოდება: ევროპულ სტანდარტებთან სამართლებრივი დაახლოება სამხრეთ კავკასიაში

დაგეგმილი გვაქვს შევისყიდოთ შემდეგი საქონელი/მომსახურება დანართი 1 - ის შესაბამისად.

კონკურსის ჩაბარების პირობები:

ინტერესის შემთხვევაში გთხოვთ,  06.03.2015 -ის 15:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, დახურულ კონვერტში.

გთხოვთ შემოთავაზებები მოგვაწოდოთ ორ ენაზე (ქართულ და ინგლისური ან გერმანული)

დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ–ს 168-ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი) და შესაბამისად ეროვნულ ვალუტაში წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს.

გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი:

  • ფირმის სრული სახელწოდება
  • საკონტაქტო ინფორმაცია( ტელეფონი, საკონტაქტო პირი)
  • ტენდერის დასახელება - „უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების კრებული“
  • წარწერა ,,კონფიდენციალურია,,
  • გთხოვთ მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე.

გთხოვთ შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი და ხელმოწერა.

აგრეთვე მიუთითოთ შემდეგი მისამართი:

GIZ-ის რეგიონალურ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში

ბატონ გიორგი ქურდაძეს
გრიბოედოვის ქ. 31ა
0108 თბილისი

მიუთითეთ ჩვენი ნიშანი 14.2203.9-004.00 და აგრეთვე ნომერი 91087959

პროცედურული თუ ტექნიკური შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ – შემოთავაზებების ჩაბარებამდე არაუგვიანეს 2 დღისა:

ქალბატონ ანა ჩხეიძეს
ტელ. ნომერი 995 32 2 201805
anna.chkheidze@giz.de

წესების დარღვევის შემთხვევაში შეიძლება თქვენი შემოთავაზება არ იქნას განხილული.

შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დასრულდება 11.03.2015 -სთვის.

შემოთავაზებაში მითითებული უნდა იყოს შეკვეთის შესრულების უმოკლესი ვადები და შემოთავაზების მოქმედების პერიოდი.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ