ჩაბარების ვადა:
5 ივლისი 2018, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT4021 - ტენდერი ზამთრის სპეც. ტანსაცმლის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ნეოგაზი“ აცხადებს ტენდერს მასალის: ზამთრის სპეც. ტანსაცმლის შესყიდვაზე 21/06-NEO-P/UNI-18
შესყიდვის სპეციფიკაცია:
- აგგს-ის გამმართველის ზამთრის ბრენდირებული შარვალი (მამაკაცის) ტექნიკური დახასიათებისა და ესკიზის მიხედვით - 350 ცალი;
- აგგს-ის გამმართველის ზაფხულის ბრენდირებული ქურთუკი (მამაკაცის) ტექნიკური დახასიათებისა და ესკიზის მიხედვით - 350 ცალი;
- აგგს-ის გამმართველის ბრენდირებული ქუდი ტექნიკური დახასიათებისა და ესკიზის მიხედვით - 320 ცალი;
- დასუფთავების სამსახურის ქალის ბრენდირებული ქურთუკი ტექნიკური დახასიათებისა და ესკიზის მიხედვით - 40 ცალი;
შენიშვნა: რაოდენობები არის საორიენტაციო და შესაძლოა დაექვემდებაროს მცირე ცვლილებას.
დართულ ფაილებში გთხოვთ იხილოთ:
- სპეც. ტანსაცმლის ესკიზები და შპს ნეოგაზის ლოგოტიპი;
- სპეც. ტანსაცმლის ტექნიკური დახასიათება.
შპს „ნეოგაზი“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში სრულად შევსებული დანართი N1-ის სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით:
- წინადადება უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების ხარჯს შემსყიდველი კომპანიის მისამართზე: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე - 11 კმ. - შემოთავაზებული პროდუქციის ნიმუშები (თითოეული პოზიცია);
- ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ისევე როგორც ნიმუშების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22;
- სპეც. ტანსაცმელთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად: სალომე ამაშუკელი. საკონტაქტო ნომერი: 598 14 44 55;
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 5 ივლისის 17:00 საათამდე.
ტენდერის კატეგორია:
- 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
- 18200000 გარედან ჩასაცმელი ტანსაცმელი
- 18300000 ტანსაცმელი
- 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები