ჩაბარების ვადა:
2 მარტი 2015, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT405 - ფასთა გამოკითხვა მილებისა და მუხლების შესყიდვაზე
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად.
შესაძენი საქონელი: მილები, მუხლები.
მასალის დასახელება | ერთეული | მასალის რაოდენობა |
მილი dy-100 l=300g/m | გრძ.მ | 300 |
მუხლი Ст.20 ∅159Х5 – 900 | ც | 10 |
მუხლი ∅133X5 -900 | ც | 15 |
მუხლი ∅114Х4,5 900 | ც | 12 |
მუხლი ∅108X5 -900 | ც | 10 |
მუხლი ∅57Х4,5 900 | ც | 10 |
მილები: Ст.20 ∅159Х5 | გრძ.მ | 50 |
მილები ∅133X5 | გრძ.მ | 50 |
მილები ∅114Х4,5 | გრძ.მ | 50 |
მილები ∅108X5 | გრძ.მ | 50 |
მილები ∅57Х4,5 | გრძ.მ | 50 |
მილი Ст.20 ∅159 | მ | 20 |
მილი Ст.20 ∅108 | მ | 60 |
უჟ.ფოლადის მილი - 280 გრძ.მ Ф=4X133მმ | გრძ.მ | 280 |
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- პრედენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
- ცნობა, რომ პრედენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
- სამუშაოების შესრულების ვადები.
ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები:
- წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2015 წლის 2 მარტის 17:00 სთ-მდე შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“–ს ოფისში შემდეგ მისამართზე: ქ. გარდაბანი აღმაშენებლის ქ. #2, ოთახი #16;
- გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი, გადახდის პირობა, შესრულების ვადა, ხარისხი.
შედეგები ცნობილი იქნება 2015წლის 4მარტს.
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე: 595-614-479 ზოხრაბ ალიევი.