ჩაბარების ვადა:
10 ივლისი 2018, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT4056 - ტენდერი პროექტორების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ აცხადებს ტენდერს პროდუქციის: პროექტორების შესყიდვაზე 25/06-GIG-P/COMP-18
შესყიდვის სპეციფიკაცია:
- რაოდენობა - 15 ცალი;
- აუცილებელი პირობა: Aspect Ratio – 16:9;
- პროდუქციის მიწოდება დამკვეთის მისამართზე უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2018 წლის 15 აგვისტოსი.
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება წარმოდგენილი სრულად შევსებული დანართი N1-ის სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- შემოთავაზებული პროდუქციის დეტალურად გაწერილი ტექნიკური სპეციფიკაცია;
- დეტალურად გაწერილი საგარანტიო პირობები;
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22;
- კომპიუტერულ ტექნიკასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად: გიორგი წიტაიშვილი. საკონტაქტო ნომერი: 577 50 38 28;
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 10 ივლისის 17:00 საათამდე.
ტენდერის კატეგორია:
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა