ჩაბარების ვადა:

20 ივლისი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T4076 - ტენდერი გარე სარეკლაო აბრების და ორგ. მინის საპოსტერეების დამზადებასა და ვიტრაჟების არაკალის ფირებით ბრენდირებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს ფინკა ბანკი საქართველო მიკროსაფინანსო ჰოლდინგის FINCA Microfinance Holdings (FMH) გლობალური ქსელის ნაწილია, ფინკა ბანკს ძლიერი საერთაშორისო ფინანსური პარტნიორები ჰყავს როგორიცაა: FINCA International (USA), საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC, World Bank Group) (USA), KFW Bankengruppe- გერმანიის განვითარების ბანკი, FMO-ნიდერლანდების გაერთიანებული ბანკი, responsAbility Social Investments AG, და Triple Jump. სს ფინკა ბანკი საქართველო, დღეისათვის 36 სერვის ცენტრის საშუალებით საბანკო მომსახურებას უწევს 100 000-ზე მეტ მომხმარებელს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში.

სს „ფინკა ბანკი საქართველო“ აცხადებს ტენდერს გარე სარეკლაო აბრების და ორგ. მინის საპოსტერეების დამზადებასა და ვიტრაჟების არაკალის ფირებით ბრენდირებასთან დაკავშირებით.

ტენდერში მონაწილეობისათვის წარსადგენი დოკუმენტაცია
პრეტენდენტმა უნდ წარმოადგინოს:

  • სატენდერო განაცხადის შევსებული ფორმა -RFP; (განაცხადი დამოწმებული უნდა იყოს ორგანიზაციის ბეჭდით და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით)
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • სარეკომენდაციო წერილი ( მინიმუმ 2 კომპანიიდან);
  • მოკლე ისტორია კომპანიის შესახებ, გამოცდილება, პროექტები ( სასურველია დასურათებული).
  • საკონტაკტო პირის ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა, მისამართი.

განსაკუთრებული პირობები

  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი არასწორი ან არასრულყოფილი წინადადება არ განიხილება.
  • წინადადებების განხილვისას, საჭიროების შემთხვევაში, სატენდერო კომისია იტოვებს უფლებას მწარმოებელ კომპანიას მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია. პრეტენდენტის მიერ მითითებულ ვადაში დამატებითი დოკუმენტაციის არ წარმოდგენის შემთხვევაში იგი ჩაითვლება დისკვალიფიცირებულად.
  • სს „ფინკა ბანკი საქართველო“ არ არის ვალდებული პრეტენდენტს განუმარტოს თავისი გადაწყვეტილების საფუძველი.
  • აღნიშნულ ტენდერში წარმოდგენილია:
    - განაცხადის ფორმა RFP -
    - სარეკლამო აბრის ვიზუალი ( ნიმუში)
    - არაკალის ფირების ვიზუალი (ნიმუში)

გთხოვთ გამოაგზავნოთ წარსადგენი დოკუმენტაცია დალუქული კონვერტით (კონვერტზე უნდა იყოს წარწერა - კონფედენციალურია, ტენდერის სახელწოდება და თქვენი კომპანიის დასახელება) ორგანიზაციის ფაქტიურ მისამართზე: ქ. თბილისი, ვაჟა ფშაველას 71, ბლოკი 1, მე 3 სართული - სს „ფინკა ბანკი საქართველოს“ სათავო ოფისი.

სატენდერო დოკუმენტაციის ჩაბარების ბოლო ვადაა 2018 წლის 20 ივლისი.

ტენდერში მონაწილეობისათვის მზაობის შესახებ ან/და ნებისმიერი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: procurement@finca.ge  და sopio.uznadze@finca.ge 

სს ფინკა ბანკი საქართველო ახორციელებს საქმიანობას უმაღლესი ეთიკური და პროფესიული სტანდარტების მიხედვით და ბანკის შიდა წესების მიხედვით, ბანკის თანამშრომელს და/ან მასთან დაკავშირებულ პირს არ შეიძლება ჰქონდეს პირდაპირი ან არაპირდაპირი ფინანსური ინტერესი ბანკის რომელიმე კონტრაჰენტთან (ინტერესთა კონფლიქტი). აღნიშნულის გათვალისწინებით, ტენდერში მონაწილე კომპანიასა და ბანკის თანამშრომელს და/ან მათთან დაკავშირებულ პირებს შორის არ უნდა არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტი.

ტენდერის კატეგორია:

  • 31700000 ელექტრონული, ელექტრომექანიკური და ელექტროტექნიკური აქსესუარები
  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
  • 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები