ჩაბარების ვადა:

12 მარტი 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T408 - ტენდერი ბანკომატებისა და სწრაფი გადახდის აპარატების ტრანსპორტირება, დემონტაჟსა და მონტაჟზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“აცხადებს ტენდერს თბილისსა და რეგიონებში ბანკის საოფისე და გარე ბანკომატებისა და სწრაფი გადახდის აპარატების (Paybox) ტრანსპორტირება და დემონტაჟი/მონტაჟის მომსახურების შესყიდვაზე;

დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ იხილოთ თანდართული დოკუმენტი.

დამატებითი მოთხოვნები:

  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს, ტრანსპორტირების და განბაჟების ხარჯების ჩათვლით).
  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში:
    1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
    2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
    4. კომპანიაში შტატში მომუშავე თანამშრომლების რაოდენობა;
    5. კომპანიის ტექნიკური დანადგარების ნუსხა, აღწერილობით და დეტალური მახასიათებლებით;
  • მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება ფასის შეთავაზებასთან ერთად;
  • ტენდერში შემოთავაზებული ფასი უნდა იყოს ფიქსირებული, აღნიშნული ფასი არ შეიცვლება.

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2015 წლის 2 მარტიდან – 2015 წლის 12 მარტის ჩათვლით;
  • დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ გენადი აფციაურს:
    ტელ: 2 444 444 (4121);
    მობ: 595 599030
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება 6 (ექვსი) თვის ვადით;
  • თანხის გადახდა მოხდება მომსახურების გაწევის შემდეგ;
  • სამუშაოებზე უნდა ვრცელდებოდეს საგარანტიო მომსახურება 1 წლის ვადით;
  • ტენდერი ჩატარდება შეზღუდული ფორმატით და მინიმალური კლების ბიჯი განისაზღვრება 10 (ათი) ლარს;
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფებში, პუნქტი #1, პუნქტი #2 და სხვა შესაბამისი პუნქტების გასწვრივ;
  • გთხოვთ, მომსახურების ფასები მიუთითოთ ლარებში შესაბამისი პუნქტების გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2015 წლის 12 მარტი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის ანკომატებისა და სწრაფი გადახდის აპარატების ტრანსპორტირება, დემონტაჟსა და მონტაჟზე ტენდერის გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=377&lang=geo