20 ივლისი 2018, 12:00
სტატუსი:
დასრულებულიT4081 - ტენდერი ჰიდროელექტრო სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს მომსახურების კერძოდ, ჰიდროელექტრო სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე #06/07-GIEC-DD-18.
მომსახურების აღწერა: გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფ. ვეჯინში არსებული ალაზანი 2 ჰეს-ის უქმი წყალსაგდების ტრასაზე არსებული ტბორების ნაპირსამაგრი სამუშაოების პროექტირება და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება.
დართულ ფაილში, გთხოვთ, იხილოთ:
- საპროექტო დავალება.
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- კომერციულ-ტექნიკური წინადადება წარმოდგენილი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- სამუშაოების შესრულების ვადები;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
- შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე; - ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ; ინფორმაცია პროექტში ჩართული პერსონალის კვალიფიკაციის შესახებ;
- პრეტენდენტი ორგანიზაციის იურიდიული და საბანკო რეკვიზიტები.
წინადადების წარდგენის წესი:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას აუცილებლად დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე. v_maisuradze@giec.ge ; 551 11 22 22.
- საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: ლერი ჭიპაშვილი, საკონტაქტო ნომერი: 599 88 11 66.
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 20.07.2018, 12:00 სთ.
ტენდერის კატეგორია:
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები