Tenders.ge
მედ ემერჯენსი

ტენდერი მედიკამენტების, სახარჯი მასალებისა და სადეზინფექციო ხსნარების შესყიდვაზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 15:00
სტატუსი: დასრულებული

ტენდერის აღწერილობა:

შპს „მედ ემერჯენსი“ აცხადებს ტენდერს მედიკამენტების, სახარჯი მასალების და სადეზინფექციო ხსნარების შესყიდვის მიზნით შემდგომი 12 თვის განმავლობაში და მონაწილეობის მისაღებად იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს.

ტენდერის მოთხოვნები:

  • მედიკამენტების, სახარჯი მასალების და სადეზინფექციო ხსნარების მოწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად ხელშეკრულებით განსაზღრული პირობების შესაბამისად;
  • მედიკამენტების მოწოდება უნდა განხორციელდეს მისამართზე: ქ. ბათუმი, მელიქიშვილის ქ. N102 ბ
  • მედიკამენტის ვარგისიანობის ვადა მოწოდების მომენტისათვის არ უნდა იყოს პრეპარატის სრული ვადის ნახევარზე ნაკლები.
  • ანგარიშწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ფაქტიურად მოწოდებული მედიკამენტის შესაბამისად წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადების და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, მოწოდებიდან 60 (სამოცი) საბანკო დღის ვადაში;
  • მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მედიკამენტების მოწოდება მოთხოვნილების შემთხვევაში შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით; მოთხოვნიდან 2 სამუშაო დღეში.
  • შემოთავაზებული მედიკამენტები უნდა შეესაბამებოდეს მოთხოვნილს და უნდა იყოს მითითებული ფასის უცვლელობის პერიოდი და პირობა;
  • პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი ტექნიკური წინადადებების შერჩევა - შეფასება მოხდება ორ ეტაბად: პირველ ეტაპზე განიხილება ფასები, ხარისხი და გამოვლინდება სავარაუდო გამარჯვებული, რომელსაც მეორე ეტაპისათვის შესაძლოა მოეთხოვოს სხვა დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა;
  • მედიკამეტების, სახარჯი მასალების და სადეზინფექციო ხსნარების სპეციფიკაციებში (შესაბამისად დანართი 1,2,3) პრეტენდენტმა უნდა შეავსოს მონიშნული ველები ერთეულის და ნუმერაციის მკაცრი დაცვით, პრეტენდენტების მიერ არ არის აუცილებელი ტექნიკურ დავალებაში მოცემული ყველა მედიკამენტის შემოთავაზება;
  • დაინტერსებულმა პირებმა განაცხადი მონაწილეობის თაობაზე, საკვალიფიკაციო მონაცემები (იხ. მუხლი 2) და მედიკამენტების, სახარჯი მასალების და სადეზინფექციო ხსნარების სპეციფიკაციები (დანართების მიხედვით) უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2018 წლის 30 ივლისის 15 საათისა შემდეგ მისამართზე: E-mail: devadzetamar@gmail.com ; rauligorgoshadze@gmail.com  და ხელმოწერილი ფორმატი მისამართზე ქ. ბათუმი , მელიქიშვილის ქ, N102ბ.

პრეტენტენტების მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობებს და ინფორმაციას:

  • რეკვიზიტები (იურიდიული ფორმა და დასახელება, ხელმძღვანელის სახელი და გვარი,იურიდიული და ფაქტიური მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, ელექტრონული მისამართი, ბანკის კოდი და ანგარიშსწორების ანგარიში);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან ;
  • მედიკამენტების, სახარჯი მასალების და სადეზინფექციო ხსნარების შევსებული სპეციფიკაციები (დანართების მიხედვით) სადაც იქნება წარმოდგენილი ერთეულის ფასი ეროვნულ ვალუტაში, წარმოშობის ქვეყნა, მწარმოებელი (შეიძლება რამდენიმე ალტერნატივის შემოთავზება)
  • ფასში გათვალისწინებული უნდა იყოს საქართველოს კანონდებლობის შესაბამისობაში ყველა გადასახადი;

დამატებითი ინფორმაცია:
დამატებითი კითხვების შემთხვევაში ინფორმაციის მიღებას შეძლებთ შემდეგ საკონტაქტო ნომერზე:
სატენდერო პირობებთან დაკავშირებით: თამუნა დევაძე. ტელ: 593 16 38 32
მედიკამენტებისა და სახარჯი მასალებთან დაკავშირებით: რაული გორგოშაძე. ტელ: 593 03 05 05

ტენდერის კატეგორია:

  • 33600000 ფარმაცევტული პროდუქტები
  • 33100000 სამედიცინო მოწყობილობები