ჩაბარების ვადა:
25 ივლისი 2018, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT4090 - ტენდერი სერვერის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
CENN, Global Forest Watch in Georgia-ს პროექტის ფარგლებში აცხადებს ტენდერს სერვერის შესყიდვაზე.
სერვერის დეტალური სპეციფიკაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.
ტენდერში მონაწილეობა:
- ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ იურიდიულ პირებს.
სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- კომპანიის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, საკონტაქტო პირი;
- ინვოისი;
- მიწოდებისათვის საჭირო ვადა;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტის ქონებაზე არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადება უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე ebanoidze@cenn.org ან წარმოადგინონ ასოციაცია CENN-ის ოფისში, მისამართზე: ქ. თბილისი, ბეთლემის ქუჩა 27, 2018 წლის 25 ივლისის ჩათვლით.
არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ განიხილება.
სატენდერო განაცხადის შეფასების კრიტერიუმები იქნება:
- პროდუქტის ფასი;
- პროდუქტის მიწოდების ვადა;
- შესაბამისი კუთხით მუშაობის გამოცდილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კომპანიასთან.
ტენდერის კატეგორია:
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები