ჩაბარების ვადა:
20 ივლისი 2018, 18:00
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T4105 - ტენდერი რბილი და მყარი ავეჯის დამზადება/მიწოდებაზე 2018-2019
ელ. ტენდერი
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. განახლდა მოთხოვნა წარმოსადგენ ნიმუშებთან დაკავშირებით. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.
ტენდერის აღწერილობა:
სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ აცხადებს ტენდერს რბილი და მყარი ავეჯის დამზადება/მიწოდებაზე 2018-2019.
გამარჯვებულ პირთან 1-წლიანი მოქმედებისხელშეკრულებას გააფორმებს სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ შვილობილი კომპანია შპს „ევექს ლოჯისტიკა“.
შერჩევის პროცესის მიმდინარეობა
შერჩევა ჩატარდება შემდეგი განრიგით:
- პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2018 წლის 20 ივლისის 18:00 საათისა.
- შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებსდა მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
- საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
- საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.
ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
- ტენდერის გამოცხადება 12 ივლისი 2018
- სატენდერო წინადადებების მიღება 20 ივლისი 2018
- გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის გამოვლენა და შეტყობინების გაგზავნა 27 ივლისი 2018
- ხელშეკრულების გაფორმება 03 აგვისტო 2018
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის, 20 ივლისი, 18:00სთ.
შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Evex_Purchasing@evex.ge .
შენიშვნა: აღნიშნული ტენდერი ტარდება ვაჭრობის გარეშე.
ტენდერის კატეგორია:
- 39100000 ავეჯი
- 39200000 ავეჯის აქსესუარები
დოკუმენტაცია
დანართი #1 - აღწერილობა მყარი ავეჯი
დანართი #1 - აღწერილობა მყარი ავეჯი
დანართი #2 - ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ
დანართი #2 - ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ
დანართი #3 - შეთანხმება კონფიდენციალურობაზე
დანართი #3 - შეთანხმება კონფიდენციალურობაზე
დანართი #4 - აფიდავიტი
დანართი #4 - აფიდავიტი
დანართი #5 - ნასყიდობის ხელშეკრულების ნიმუში
დანართი #5 - ნასყიდობის ხელშეკრულების ნიმუში
დანართი #6 - ნახაზები
დანართი #6 - ნახაზები
დანართი #7 - აღწერილობა რბილი ავეჯი
დანართი #7 - აღწერილობა რბილი ავეჯი
RFP-რბილი და მყარი ავეჯის დამზადება მიწოდება 2018-2019
RFP-რბილი და მყარი ავეჯის დამზადება მიწოდება 2018-2019
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ყველას ჩამოტვირთვა