ჩაბარების ვადა:

20 ივლისი 2018, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T4107 - ტენდერი სათაო ოფისში, ფილიალებსა და სერვის ცენტრებში მცირე სარემონტო სამუშაოების ჩატარებისთვის

ტენდერის აღწერილობა:

სს „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს სათაო ოფისში, ფილიალებსა და სერვის ცენტრებში მცირე სარემონტო სამუშაოების ჩატარებისთვის.

სს „ლიბერთი ბანკს“ დაგეგმილი აქვს სათაო ოფისში, სერვის ცენტრებსა და ფილიალებში სხვადასხვა სახის მცირე სარემონტო სამუშაოების ჩატარება. ფილიალები და სერვის ცენტრები განლაგებულია როგორც თბილისში, ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით.

ტენდერში შერჩეული კომპანიები მონაწილეობას მიიღებენ ბანკის მიერ გამოცხადებული მცირე ბიუჯეტიანი სარემონტო სამუშაოების შესარჩევ კონკურსში;

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ:

  • კომპანიის მიმოხილვა (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ სამი წელიწადია დაფუძნებული), ყველა დამფუძნებლის და მფლობელის შესახებ ინფორმაციის მითითებით;
  • კომპანიის მიერ შესრულებული პროექტების ჩამონათვალი, ბიუჯეტი, მოცულობები, ფოტომასალა. მინიმუმ სამი პროექტი;
  • კომპანიის 2016-2017 წლების ფინანსური ბრუნვა (თანხა არანაკლენ 100 000 ლარის ოდენობით). დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს საბანკო ამონაწერის სახით, პასუხისგებელი პირის ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული.
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • ბოლო ორი წლის განმავლობაში შესრულებულ სამუშაოებზე, დამკვეთი ორგანიზაციებისგან სარეკომენდაციო წერილები (დედანი);
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;

გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, რომ განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.

შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 20 ივლისი 2018 წ. 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი,ი. ჭავჭავაძის #74, (0162) სს”ლიბერთი ბანკი”.

გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ დალუქული კონვერტით და გარედან კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“ (კომპანიების შერჩევა მცირე სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად)

საკონტაქტო პირი:
შორენა თავაძე
მობ: 595901200
ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge

დაინტერესებული პირები დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://www.libertybank.ge/ge/Tenders?n=130001&w=1

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები