ჩაბარების ვადა:

16 მარტი 2015, 15:30

სტატუსი:

დასრულებული

T413 - ტენდერი ლიფტის კაბინის მოწოდება/მონტაჟსა და შახტის პროექტირებაზე ქ. მარნეულში

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ავერსის კლინიკა“ აცხადებს ტენდერს ქ. მარნეულში, 26 მაისის ქუჩაზე, კლინიკის კუთვნილ შენობაში (მიწის საკადასტრო კოდი 83.02.01.712) ლიფტის კაბინის მოწოდების/მონტაჟის, ლიფტის შახტის პროექტის შემუშავების მიზნით.

შესასრულებელი სამუშაოს ჩამონათვალი

  • ლიფტის კაბინის მოწოდება და მონტაჟი;
  • ლიფტის შახტის პროექტის შემუშავება (შესაბამისი არქიტექტურული და ტექნიკური ნახაზების თანდართვით);

დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს (წარადგინოს ნაბეჭდი სახით)შემდეგი:

  • შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა;
  • შესასრულებელი სამუშაოების მთლიანი ღირებულება (ღირებულება მითითებული უნდა იყოს დღგ-ს ჩათვლით);
  • სამუშაოების ღირებულების გადახდის პირობა;
  • სამუშაოების შესრულების ვადა;
  • საგარანტიო პირობები;

სატენდერო წინადადებაში გასათვლისწინებელი გარემობები:

  • შენობის სართულიანობა: 5 (ხუთი) სართული (ლიფტი მოძრაობს 0–დან მე–4 სართულის ჩათვლით);
  • ლიფტს უნდა გააჩნდეს ყველა სართულზე ავტომატური გაჩერების და კარის ავტომატურად გაღების შესაძლებლობა; 
  • ლიფტის კაბინის შიდა ზომები (სიგანეXსიგრძე): 140სმ X 235 სმ;
  • ლიფტის კარი უნდა იღებოდეს მინიმუმ 110 სმ–ზე;
  • ლიფტის მოძრაობის მინიმალური სიჩქარე უნდა იყოს 1 (ერთი) მეტრი 1 (ერთი) წამში;
  • ლიფტის ტვირთამწეობა უნდა იყოს არანაკლებ 1000 კგ;

მომსახურების და საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს აღნიშნულ სფეროში საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა სრული დაცვით.

შენიშვნა: პრეტენდენტი, რომელსაც სამუშაოების/საქონლის ღირებულების გადახდის პირობაში ავანსის სახით სამუშაოთა/საქონლის საერთო ღირებულების 10%–ზე მეტი ან 5000 (ხუთი ათასი) ლარზე მეტი თანხის ჩარიცხვა აქვს გათვალისწინებული, ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე წარმოადგინოს საბანკო გარანტია ბანკიდან/სადაზღვევო კომპანიიდან.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  • კომპანიის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონები, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან კომპანიის რეგისტრაციის შესახებ და საბანკო რეკვიზიტები;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია.
  • ბოლო სამი წლის განმავლობაში, ანალოგიური სამუშაოების შესრულების სია და მათგან ორ შესრულებულ სამუშაოზე კომპეტენტური პირების რეკომენდაცია;

იმ შემთხვევაში, თუკი საქონლის და მომსახურების მიწოდება/სამუშაოთა შესრულება იგეგმება ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მეშვეობით, დაინტერესებული კანდიდატ(ებ)ის მიერ ასევე წარმოდგენილ უნდა იქნას ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ მონაცემები, ზემოაღნიშნული საბუთების სახით.

ტენდერში გამარჯვებულ პირს, ხელშეკრულების გაფორმებამდე (ამასთან, ხელშეკრულების პირობები ექვემდებარება დაზუსტებას, შეცვლას, გაუქმებას ან დამატებას ვაჭრობის შედეგების და მოლაპარაკებების საფუძველზე) 5 (ხუთი) კალენდარული დღით ადრე, მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენის ვალდებულება:

  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის.
  • ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
  • საგადასახადოს სარეგისტრაციო კოდი და გადამხდელის სტატუსი - "დღგ"-ს გადამხდელი ან "შეღავათების მქონე გადამხდელი";
  • ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ;

კანდიდატებს შეიძლება მოეთხოვოთ სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენის ვალდებულება, რაზეც ეცნობებათ დამატებით და განესაზღვრებათ შესაბამისი ვადა. აღნიშნულ ვადაში დოკუმენტაციის წარუდგენლობა შეიძლება გახდეს სატენდერო წინადადებაზე უარის თქმის საფუძველი.

სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასების კრიტერიუმები პრიორიტეტულობის მიხედვით არის შემდეგი:

  • ხარისხი;
  • ღირებულება;
  • ღირებულების გადახდის ვადა;
  • სამუშაოების შესრულების ვადა.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა სატენდერო წინადადება თანდართულ მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან ერთად, ორ ეგზემპლარად (ერთი დედანი, ერთი ასლი) უნდა წარმოადგინონ ერთ დალუქულ კონვერტში, გვერდები აუცილებლად უნდა დაინომროს და დამოწმდეს კომპანიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ. კონვერტი უნდა დაილუქოს პრეტენდენტის ბეჭდით და მიეთითოს პრეტენდენტის და ტენდერის დასახელება. დოკუმენტაცია პრეტენდენტისთვის დაბრუნებას არ ექვემდებარება.

სატენდერო წინადადებების თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად დალუქულ კონვერტში მიღება განხორციელდება 2015 წლის 16 მარტის 15:30 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, კ. ჩაჩავას ქ.N5. (0159).

პრეტედენტთა წარმომადგენლები ზეპირი ვაჭრობისთვის უნდა გამოცხადნენ სატენდერო კომისიის სხდომაზე 16 მარტს, 16:15 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, კ. ჩაჩავას ქ. N5. (0159).

ტენდერთან დაკავშირებულ საკითხებზე დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ვაჟა–ფშაველას გამზ #27ბ, საკონტაქტო პირი - მარიამ გამხიტაშვილი, ტელ: 558101330 ელ. ფოსტა: mari.gamkhitashvili@aversi.ge; ლაშა კუპატაძე, ტელ: 577274704

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ