8 აგვისტო 2018, 16:00
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T4166 - ტენდერი სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე
ელექტრონული ტენდერის აღწერილობა:
შპს "რიცეულაჰესი" აცხადებს ტენდერს მომსახურების: სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე #27/07-RITS-S/BUILD-18.
მომსახურების აღწერა:
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ. სადმელში მდებარე რიცეულა ჰესის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა შემსრულებლის მასალით:
- სამანქანე დარბაზის იატაკის და დანადგარების საძირკვლების მოპირკეთების რეაბილიტაცია;
- ძველი სადაწნეო მილსადენის რკინა-ბეტონის ანკერების რეაბილიტაცია.
თანდართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:
- სამუშაოების საორიენტაციო მოცულობები;
სასურველი პირობა: დაინტერესებული პირები უნდა მიბრძანდნენ ზემოთხსენებულ მისამართზე სარემონტო ობიექტის სანახავად და დამატებითი დეტალების გასაცნობად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება წარმოდგენილი დეტალური ხარჯთაღრიცხვების სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური/მსგავსი სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის, პერიოდის მითითებით);
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ (გაწერილი გეგმა-გრაფიკი):
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე. - პრეტენდენტი კომპანიის იურიდიული და საბანკო რეკვიზიტები.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე და აიტვირთოს ვებ-გვერდზე: www.tenders.ge ;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
- საკონტაქტო პირი დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. v_maisuradze@gig.ge ; 551 11 22 22.
- საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: რამაზ ცერცვაშვილი: საკონტაქტო ნომერი: 599 88 57 58.
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 08.08.2018, 16:00 სთ.
შენიშვნა: აღნიშნული ტენდერი ტარდება სამბიჯიანი ვაჭრობის პრინციპით (ვაჭრობის ბიჯი - 500 ლარი). პრეტენდენტების დასახელება და მათ მიერ ატვირთული დოკუმენტაცია ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ შემსყიდველისთვის.
ტენდერის კატეგორია:
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
- 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები