14 აგვისტო 2018, 16:00
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T4192 - ტენდერი იგოეთი ჰესის ტერიტორიაზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია აცხადებს ტენდერს მომსახურების: იგოეთი ჰესის ტერიტორიაზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე #02/08-GIEC-S/BUILD-18
მომსახურების აღწერა:
კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. იგოეთში მდებარე იგოეთი ჰესის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა შემსრულებლის მასალით:
- სამანქანე დარბაზის იატაკის და დანადგარების საძირკვლების მოპირკეთების რეაბილიტაციასაასენიზაციო ორმოს მოწყობა (კვანძი-3).
- სამანქანე შენობის სახურავის რეაბილიტაცია.
დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:
- სამუშაოების საორიენტაციო მოცულობები;
საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
სასურველი პირობა: დაინტერესებული პირები უნდა მიბრძანდნენ ზემოთხსენებულ მისამართზე სარემონტო ობიექტის სანახავად და დამატებითი დეტალების გასაცნობად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება წარმოდგენილი დეტალური ხარჯთაღრიცხვების სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური/მსგავსი სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის, პერიოდის მითითებით);
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ (გაწერილი გეგმა-გრაფიკი):
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე. - პრეტენდენტი კომპანიის იურიდიული და საბანკო რეკვიზიტები.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე და აიტვირთოს ვებ-გვერდზე: www.tenders.ge ;
- საკონტაქტო პირი დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: თეიმურაზ ჩიჩუა. v_maisuradze@gig.ge ; 591 93 10 10.
- საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: რამაზ ცერცვაშვილი: საკონტაქტო ნომერი: 599 88 57 58.
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 14.08.2018, 16:00 სთ.
შენიშვნა: აღნიშნული ტენდერი ტარდება სამბიჯიანი ვაჭრობის პრინციპით (ვაჭრობის ბიჯი - 400 ლარი).
ტენდერის კატეგორია:
- 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები