ჩაბარების ვადა:

31 აგვისტო 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T4210 - ტენდერი სასტუმრო-საკონფერენციო მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში აცხადებს ტენდერს სასტუმრო-საკონფერენციო მომსახურებაზე ოთხი ტრენინგის ჩასატარებლად.

დაგეგმილი ტრენინგების თარიღებია:

  • 1 ტრენინგი - 16 - 19 ოქტომბერი, 2018
  • 2 ტრენინგი - 30 ოქტომბერი - 2 ნოემბერი, 2018
  • 3 ტრენინგი - 13 - 16 ნოემბერი, 2018
  • 4 ტრენინგი - 4 - 7 დეკემბერი, 2018

დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.

შერჩევის პროცედურა:

  • შემოთავაზებებს განიხილავს და შეაფასებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მიერ შექმნილი სატენდერო კომისია. გადაწყვეტილება მიიღება ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობისა და შემოთავაზებული ფასის საფუძველზე.
  • კომისიას შეუძლია, მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია და ჩაატაროს ადგილზე ვიზიტი შერჩევის პროცესისას. ასევე კომისიას შეუძლია, გადაამოწმოს ინფორმაცია სხვა მომხმარებლებისთვის მსგავსი მომსახურების მიწოდების ხარისხთან დაკავშირებით.

განაცხადების წარდგენის პროცედურა.

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა შემოთავაზება უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: echkhetia@csrdg.ge .

გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ „EUAA Trainings Venue”.

შემოთავაზების გამოგზავნის შემდეგ
მიიღებთ საპასუხო წერილს იმის თაობაზე, რომ თქვენი წერილი მიღებულია.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2018 წლის 31 აგვისტო 18:00 საათი.

  • გთხოვთ, შემოთავაზება წარმოადგინოთ თქვენი ორგანიზაციის თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი და ხელმოწერა.
  • გთხოვთ, შემოთავაზებაში მიუთითოთ ერთეულის, ასევე მთლიანი ფასები ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს გარეშე. ასევე სიტყვიერად აღნიშნოთ, რომ ფასები არ მოიცავს დღგ-ს.
  • გთხოვთ, მიუთითოთ შემოთავაზების მოქმედების ვადა (შემოთავაზება ძალაში უნდა დარჩეს განაცხადის წარდგენის ბოლო ვადიდან მინიმუმ 20 დღის განმავლობაში).
  • გთხოვთ, მიუთითოთ საკონტაქტო პირი, მისი ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი.

საკონტაქტო ინფორმაცია:

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით შემდეგ მისამართზე: echkhetia@csrdg.ge .

შენიშვნა:
CSRDG არ ანაზღაურებს ტენდერში მონაწილის მიერ შემოთავაზების მომზადებისა და წარმოდგენისათვის გაწეულ ხარჯებს, მიუხედავად იმისა შეირჩევა თუ არა მისი შემოთავაზება.

ნებისმიერი მიღებული განაცხადი განიხილება, როგორც შემოთავაზება ტენდერში მონაწილე ორგანიზაციის მხრიდან და არ გულისხმობს/არ ნიშნავს ამ შემოთავაზების მიღებას CSRDG-ის მიერ. CSRDG არ არის ვალდებული ტენდერში რომელიმე მონაწილეს გაუფორმოს კონტრაქტი ამ ტენდერის ფარგლებში.

ტენდერის კატეგორია:

  • 55100000 სასტუმროს მომსახურება