27 აგვისტო 2018, 17:00
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T4219 - ტენდერი სხვენის სარემონტო-სამშენებლო სამუშაოებზე
ელექტრონული ტენდერის აღწერილობა:
შპს ,,აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია“ აცხადებს ტენდერს ქ. თბილისი, კოსტავას ქ.N70-ში მდებარე შენობის სხვენის ნაწილის სარემონტო-სამშენებლო სამუშაოებზე.
შესყიდვის ობიექტის დახასიათება:
შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ქ. თბილისი, კოსტავას ქ.N70-ში მდებარე შენობის სხვენის მარცხენა ფლიგელის სარემონტო-სამშენებლო სამუშაოები:
ფოტო-მასალა და დეტალური ინფორმაცია ჩასატარებელი სამუშაოების აღწერილობის შესახებ იხილეთ თანდართულ ფაილში.
სამუშაოების ჩატარების ადგილმდებარეობა და ვადა:
- ქ. თბილისი, კოსტავას ქ. N70
- სამუშაოების შესრულების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ორ თვეს.
კომპანია იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- კომერციული წინადადება წარმოდგენილი დეტალური ხარჯთაღრიცხვების სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური/მსგავსი სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის, პერიოდის მითითებით);
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ (გაწერილი გეგმა-გრაფიკი):
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ - ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
- პრეტენდენტის იურიდიული სახელწოდება, საკონტაქტო ინფორმაცია.
- ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ.
შე ნ ი შ ვ ნ ა:
წინადადების წარდგენისას მონაწილე არ უნდა იყოს:
- გაკოტრების პროცესში
- ლიკვიდაციის პროცესში;
- მოვალეთა რეესტრში;
- ყადაღა დადებული.
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე და აიტვირთოს ვებ-გვერდზე: www.tenders.ge ;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
- საკონტაქტო პირი დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: თამარ ჯაფიაშვილი tamar.japhiashvili@amadco.ge ; 595 03 45 66
- საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: ზურაბ კორძაია - საკონტაქტო ნომერი 595 34 73 41
- შეთავაზების მაქსიმალური ოდენობა - 78 550.84 ლარი;
- ვაჭრობის ტიპი - რევერსული აუქციონი;
- სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადა - 27 აგვისტო 17:00 საათი
მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენამდე სავალდებულოა აპლიკანტი სამუშაოების შესრულების ადგილზე გაეცნოს არსებულ სიტუაციას.
სამუშაო საათები: 10:00-დან 18:00-მდე.
ტენდერის კატეგორია:
- 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები