ჩაბარების ვადა:

23 მარტი 2015, 17:30

სტატუსი:

დასრულებული

T422 - ტენდერი საწარმოო ტექნიკისა და მასალების შეძენაზე

ტენდერის აღწერილობა:

საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომა" აცხადებს ტენდერს საწარმოო ტექნიკისა და მასალების შეძენაზე. 

ტენდერი იყოფა 2 ლოტად. დაინტერესებულ კომპანიას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ერთ ან ორივე ლოტში:

  • ლოტი #1: საწარმოო ტექნიკა
  • ლოტი #2: საწარმოო მასალები

გამარჯვებული გამოვლინდება თითოეულ ლოტში ცალ-ცალკე. 

ლოტი 1 - საწარმოო ტექნიკა 

  • თერმოწნეხი მაისურებისთვის - 1 ცალი.
  • თერმოწნეხი კეპებისთვის - 1 ცალი.
  • თერმოწნეხი ჭიქებისთვის - 1 ცალი.
  • სასერი პლოტერი - 1 ცალი.

დაწვრილებითი ინფორმაცია და ტექნიკური მოთხოვნები იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.

 ლოტი 2 - საწარმოო საშუალებები

  • თერმოფურცელი მუქი ნაჭრისთვის ლაზერულ პრინტერზე სამუშაოდ - 50 ცალი.
  • თერმოფურცელი სხვადასხვა მყარ მასალებზე გამოსახულების გადასატანად ლაზერული პრინტერისთვის - 100 ცალი.
  • თერმოფურცელი მუქი ნაჭრისთვის ჭავლური პრინტერისთვის - 100 ცალი.
  • თერმოფურცელი ღია ნაჭრისთვის ჭავლური პრინტერისთვის - 100 ცალი.
  • თეთრი ფერის მაღალი ხარისხის (არანაკლებ 180გრ/სმ2) მოკლემკლავიანი მაისური, ზომა (M) მედიუმი - 100 ცალი.
  • შავი ფერის მაღალი ხარისხის (არანაკლებ 180გრ/სმ2) მოკლემკლავიანი მაისური, ზომა (M) მედიუმი - 50 ცალი.
  • თეთრი ფერის, ჩვეულებრივი საოფისე ყავის ჭიქები (არასუბლიმაციური) - 100 ცალი.
  • სხვადასხვა (წითელი, შავი, თეთრი, ლურჯი, მწვანე, ყვითელი თვითოეული 2მ2-ის ოდენობით) ფერის, 50 სმ სიგანის თხელი თერმომასალა ტექსტილზე გამოსახულების დასამზადებლად - 12 მ2.
  • სხვადასხვა (წითელი, შავი, თეთრი, ლურჯი, მწვანე, ყვითელი თვითოეული 2მ2-ის ოდენობით) ფერის, 50 სმ სიგანის, სქელი (ხავერდის) თერმომასალა ტექსტილზე გამოსახულების დასამზადებლად - 12 მ2.

დაწვრილებითი ინფორმაცია და ტექნიკური მოთხოვნები იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.

ტენდერში მონაწილეობისთვის საჭირო პირობები:

საბუთები წარმოდგენილი უნდა იყოს 2 ეგზემპლიარად, ერთი ორიგინალი და ერთი კომპანიის ბეჭდით დამოწმებული ასლი, ცალ-ცალკე დალუქულ კონვერტებში. კონვერტებზე უნდა მიუთითოთ:

  • მომწოდებელი კომპანიის სახელწოდება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირის სახელი, გვარი, ტელ., ელ-ფოსტა);
  • ტენდერის დასახელება: „საწარმოო ტექნიკის/საშუალებების შეძენა“ და შესაბამისი ლოტის ნომერ(ებ)ი;
  • ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

დაინტერესების შემთხვევაში წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:

  • კომპანიის დასახელება, რეკვიზიტები, კომპანიის სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ასლი.
  • საქმიანობის მოკლე აღწერა.
  • მწარმოებლის სერთიფიკატების ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  • ფასები (დღგ–ს და თბილისის მასშტაბით მოწოდების ჩათვლით);
  • ანგარიშსწორების პირობები;
  • საგარანტიო პირობები (ლოტი #1: საწარმოო ტექნიკის შემთხვევაში, მინიმალური საგარანტიო ვადა შეადგენს 12 თვეს).
  • მოწოდების ვადები და პირობები;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადებების თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად დალუქულ კონვერტში, მიღება განხორციელდება 2015 წლის 23 მარტის 17:30 საათამდე, შემდეგ მისამართზე: 0112, ქ. თბილისი, ა. ქურდიანის ქ. 21.

საკონტაქტო პირი:
"საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი თანადგომას“ ფინანსური მენეჯერი
გიორგი გაგუა
ელ ფოსტა: finance@tanadgoma.ge
ტელ.: 599 390572
მის.: ა. ქურდიანის ქ. 21, თბილისი 0112, საქართველო

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ