Tenders.ge
საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია

ტენდერი გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის სისტემის მოწყობაზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 18:00
სტატუსი: დასრულებული

ტენდერის აღწერილობა:

საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია აცხადებს ტენდერს მომსახურების: საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის შენობაში სათათბირო და მისაღებ ოთახში გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის სისტემის მოწყობა #04/07-GIEC-S/BUILD-19

მომსახურების აღწერა
საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის შენობაში, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. #18, სათათბირო და მიმდებარე მისაღები ოთახის გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის სისტემის მოწყობა არხული კონდიცირებით და ხმა დახშული ვენტილატორების მეშვეობით.

დართულ ფაილში, გთხოვთ, იხილოთ:

  • შენობის, სათათბირო და მისაღები ოთახების გეგმარების ნახაზები.

საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

სასურველი პირობა: დაინტერესებულმა პირებმა შენობის სანახავად და დამატებითი დეტალების გასაცნობად მიმართეთ მისამართზე ქ.თბილისი გაზაფხულის 18.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება წარმოდგენილი დეტალური ხარჯთაღრიცხვების სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური/მსგავსი სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის, პერიოდის მითითებით);
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ (გაწერილი გეგმა-გრაფიკი):
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
    - ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
  • პრეტენდენტი კომპანიის იურიდიული და საბანკო რეკვიზიტები.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.
  • დოკუმენტაციის წარდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული სახით ელ-ფოსტის მისამართზე dagekyan@gig.ge , დოკუმენტაცია უნდა იყოს სკანირებული და ქართულ ენაზე, ორგანიზაციის ოფიციალურ ბლანკზე, დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი და ხელმოწერა.
    - საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: დიმიტრი აგეკიანი. ელ.ფოსტა: dagekyan@gig.ge ; საკონტაქტო ნომერი: 598 88 94 90.
    - საკონტაქტო პირი სამუშაოებთან და ტექნიკური საკითხებთან დაკავშირებით: გიორგი ბერიძე; საკონტაქტო ნომერი: 599 88 55 75.

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 20 აგვისტო, 18:00 საათი.

ტენდერის კატეგორია:

  • 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები