Tenders.ge
RMG Copper

მოწვევა კონტრაქტორის შესარჩევად მეორადი აკუმულიატორის გაყიდვაზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 18:00
სტატუსი: დასრულებული

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია RMG Copper აცხადებს კონკურსს მეორადი აკუმულიატორის გაყიდვაზე.

  • გასაყიდი პროდუქციის დასახელება - მეორადი აკუმულიატორი
  • პროდუქციის მოცულობა: 5 ტონა
  • კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 24.08.2018

მონაწილე კომპანიას უნდა გააჩნდეს ,,გარემოსდაცვითი ნებართვა ან გარემოზე ზემოქმედების ნებართვა ან ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა ან გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება;
გარდა ამისა საჭიროა ტრასპორტირება განახორციელოს ისეთი სატრანსპორტო საშუალებით, რომელსაც გააჩნია ,, ავტოსატრასპორტო საშუალების დაშვების მოწმობა განსაზღვრულ სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე ’’.

შერჩეულ კომპანიასთასთან, გარდა მითითებული მოცულობის ნასყიდობისა, გაფორმდება 1 წლიანი ხელშეკრულება.

მდებარეობა - ბოლნისის რაიონი, დაბა კაზრეთი

  • პროდუქციის ღირებულების გადახდის შესაბამისი საბუთის გამყიდველისათვის წარდგენის შემდეგ მოხდება მისი გატანა საწარმოო ტერიტორიიდან.
  • მყიდველი ვალდებულია, საკუთარი ხარჯებითა და საშუალებებით მოახდინოს „გამყიდველის“ საწარმოო ტერიტორიაზე არსებული პროდუქციის ტრანსპორტირება;

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ კომერციული წინადადება, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • ფასი
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (კომპანიის შემთხვევაში) ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ფიზიკური პირის შემთხვევაში)
  • რეკვიზიტები.

კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.

  • მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის.
  • ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩიულოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში #1
  • კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ორგანიზატორის მისამართზე : ქალაქი თბილისი, მ.ალექსიძის ქუჩა #1, შესახვევი #3. წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქული კონვერტით
    კომერიცული წინადადებები შესაძლებელია ასევე წარმოდგენილ იქნეს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
    TO- LPirveli@richmetalsgroup.com 
    CC – Zdzagnidze@richmetalsgroup.com 

საკონტაქტო ინფორმაცია:
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი:
დირექტორის მოადგილე:
ზურა ძაგნიძე
Т +995 599 128 686

მდივანი:
ლილე პირველი
Т +995 579 552 051.

ტენდერის კატეგორია:

  • 31400000 აკუმულატორები, დენის პირველადი წყაროები და პირველადი ელემენტები
სატენდერო დოკუმენტაცია