ჩაბარების ვადა:

20 მარტი 2015, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T423 - ტენდერი მზა საკვებით უზრუნველყოფაზე

ტენდერის აღწერილობა:

არასამთავრობო ორგანიზაცია "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" აცხადებს ტენდერს ორგანიზაციის ბაზაზე არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა დღის ცენტრის ბენეფიციართა მზა საკვებით უზრუნველყოფაზე.

კავშირი "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" დაფუძნდა 1995 წელს. იგი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლების პირველი არასამთავრობო გაერთიანება სქართველოში, რომლის მიზანი შშმ ბავშვთა საზოგადოებაში ჩართულობის ხელშეწყობა და მათი ცხოვრების დონის გაუმჯობესება. ორგანიზაციის ბაზაზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამული დაფინასების ფარგლებში 2005 წლიდან ფუნქციონირებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრი. დღის ცენტრის მიზანია ბენეფიციართა დამოუკიდებლობის უნარ ჩვევების განვითარება და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.

მომწოდებელს მოითხოვება დღის ცენტრის ბენეფიცართა კვებით უზრუნველყოფა შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინება: მზა საკვები უნდა მოიცავდეს სამ კომპონენტიან სადილს.

ტენდერის პირობები:

  • საკვები ცენტრში მოწოდებული იქნას მომზადებიდან არაუგვიანეს 3 საათისა (ყველა სამუშაო დღეს, გარდა ოფიციალურად გამოცხადებული უქმეებისა).
  • კვებაში არ იყოს ჩართული მალე ფუჭებადი პროდუქტები (ბლინი, ა.შ)
  • მოწოდებული საკვების კალორაჟი უნდა იყოს არანაკლებ 1300-1400 კალორიისა.
  • კვება უნდა იყოს გათვლილი 10-50 ადამიანზე ორგანიზაციის მოთხოვნის მიხედვით.

გადახდა განხორციელდება მომდევნო თვის პირველ ნახევარში მიღება ჩაბარების გაფორმებიდან 10 სამუშაო დღეში.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი სატენდერო შეთავაზება, რომელიც უნდა მოიცავდეს:

  • კომპანიის დასახელება და გამოცდილების მოკლე აღწერა;
  • საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
  • შეთავაზება - სანიმუშო ათ დღიანი მენიუ კალორაჟის მითითებით;
  • მიწოდების (ერთეულის) ფასის მითითებით;

შემოთავაზების მიღება მთავრდება არაუგვიანეს 20 მარტისა.

გთხოვთ, კითხვები მოგვწეროთ dcfs.Georgia@gmail.com

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ