22 აგვისტო 2018, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT4237 - ტენდერი ავტოგასამართი სადგურის ბრენდირებაზე
ტენდერის აღწერილობა:
კომპანია "ფრეგო" წარმატებით ახორციელებს საწვავის იმპორტს საქართველოში სხვადასხვა ქვეყნებიდან კომპანია „ფრეგო“-ს მიზანია: შექმნას საქართველოს ბაზარზე მძლავრი ქსელი, რომელიც მოწინავე პოზიციებს დაიმკვიდრებს მომხმარებლის მსყიდველობით გადაწყვეტილებაში, რაც განპირობებული იქნება ფასის, ხარისხისა და მომსახურების უპირატესობით კონკურენტებთან. ორაგნიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.frego.ge
კომპანია „ფრეგო“-ს აცხადებს ტენდერშს ავტოგასამართი სადგურის ბრენდირებასთან დაკავშირებით: ავტოგასამართი სადგურები მდებარეობს შემდეგ მისამართზე:
- ლოტი 1 - ქ.მარნეული, ლეონიძის 19.
- ლოტი 2 - ზუგდიდის რ-ნი სოფ. ინგირი
სატენდერო პირობები:
ქ. მარნეული, ლეონიძის 19
- აგს-ის არსებულ ქუდი შეფუთულია მეტალის თეთრ ფერად შეღებილი მასალით. იგი უნდა შეიღებოს წითელი და თეთრი ფრაგმენდტებით, რენდერ N1 და N2-ში მოცემული ფოტომონტაჟის მიხედვით.
- აგს-ს ქუდზე უნდა დამონტაჟდეს ლაითბოქსი ზომებით: 250/45 ზე. მასალა: მილკვადრატის კარკასი , წითელი დიბონდი, თეთრი ორგმინდა , ორაკალი წითელი და შავი. შიგნიდან დიოდური ნათებით. რენდერი N1 და N2-ს მიხედვით.
- მარიგებელი სვეტზე უნდა გადაეკრას თეთრი ორაკალი. რომელზეც უნდა გადაეკრას ფრეგოს ლოგო ასოებით (ორაკალი) რენდერი N1 და N2-ს მიხედვით.
- არსებულ ორ ფასმაჩვენებელზე უნდა გადაეკრას ორაკალის მასალისგან დამზადებული პროდუქტის დასახელებები რენდერი N1 და N2-ს მიხედვით. ზომები თანდართული პროდუქტის დასახელებების სამუშაო ფაილის მიხედვით.
სატენდერო პირობები:
ზუგდიდის რ-ნი სოფ. ინგირი
- აგს-ის არსებული ქუდი და ოფისის შუბლი შეფუთულია მეტალის მასალით. იგი უნდა შეიფუთოს თეთრი დიბონდის მასალით, რომელსაც ზედ უნდა ორაკალის, წითელი და შავი ფრეგმენტები რენდერ N2; N3 N4 -ში მოცემული ზომების და დიზაინის მიხედვით.
- აგს-ის ფარდულზე (ქუდზე) უნდა დამონტაჟდეს “ფრეგო”-ს მოცულობითი ინგლისურ- ქართული ასოები და ლოგო ორმაგი დიოდური ნათებით. ასოების და ლოგოს დიამეტრი რენდერ N2 ს მიხედვით. მოცემული. მასალა: წითელი ორგმინა, შავი ორგმინა. მოცულობითი ასოებისთვის გამოსაყენებელი შრიფტი BPG Banner QuadroSquare Caps.
- ოფისის შენობის შუბლზე უნდა დამონტაჟდეს წარწერა „ოფისი“ ქართულად.მასალა თეთრი ორგმინა წითელი პვხ-ს ბორტებით წითელი კონტრაჟურის ნათებით. ,დიოდური ნათურები (ორი ფერის დიოდი, წითელი და თეთრი). ნათება კედლისკენ - წითელი, ქუჩისკენ -თეთრი. რენდერი N2 და N3-ს მიხედვით;გამოსაყენებელი შრიფტი BPG Banner QuadroSquare Caps.
- უშუალოდ მარიგებელ სვეტებზე ქვემოთ, ორივე მხარეს (წინა და უკანა მხარეს) ეკვრება ორაკალის მასალაზე დაბეჭდილი “ფრეგო”-ს ლოგო. რენდერი N2-ს მიხედვით. რაოდენობა 4 ცალი. გამოსაყენებელი შრიფტი BPG Banner QuadroSquare Caps
- არსებული ფასმაჩვენებლის (სტელა) კარკასზე უნდა დამონტაჟდეს ორმხრივი 4 პროდუქტიანი ფასმაჩვენებელი ტაბლოებით, რენდერი N4-ს მიხედვით.
პროდუქტის დასახელებების მასალა: არაკალი
კარკასის გვერდები უნდა შეიფუთოს იფუთება წითელი დიბონდით.
სტელისთვის გამოსაყენებელი მასალა: წითელი დიბონდი , თეთრი დიბონდი, თეთრი ორგმინა ,დიოდური ნათება.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
გთხოვთ შემოგვთავაზოთ შპს „ფრეგო-ს აგს-ბის ბრენდირების განფასება 2018 წლის 22 აგვისტოს ჩათვლით შემდეგ ელ. ფოსტაზე: tamar.kakabadze@frego.ge
ასევე გთხოვთ მოგვაწოდოთ ზემოთმოყვანილი სამუშაოების შესრულების ვადა.
- საკონტაქტო პირი:
თამარ კაკაბაძე
ტელ: +995 32 2999910 (103)
მობ: +995 574 900 440
E-mail: tamar.kakabadze@frego.ge
ტენდერის კატეგორია:
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები