ჩაბარების ვადა:

20 მარტი 2015, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T424 - ტენდერი ავეჯის დამზადება-მონტაჟის მომსახურების შესყიდვის შესახებ

ტენდერის აღწერილობა:

კავშირი "ბავშვი ოჯახი საზოგადოება" პროექტის "კითხვა უკეთესი მომავლისთვის" ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს ამერიკის საერთაშორისო განვითარებს სააგენტოს (USAID)-ის მხარდაჭერით აცხადებს ტენდერს ავეჯის დამზადება-მონტაჟის მომსახურების შესყიდვის შესახებ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების ადრეული ჩარევის სამი საპილოტე ცენტრისთვის (თელავი, მარნეული, თბილისი).

კავშირი "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" დაფუძნდა 1995 წელს. იგი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლების პირველი არასამთავრობო გაერთიანება საქრთველოში, რომლის მიზანი შშმ ბავშვთა საზოგადოებაში ჩართულობის ხელშეწყობა და მათი ცხოვრების დონის გაუმჯობესება. ამჟამად ორგანიზაცია ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს "კითხვა უკეთესი მომავლისათვის" პროექტის მიზანია : სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სენსორული დარღვევების მქონე ბავშვების, აგრეთვე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების, განსაკუთრებით გოგონების კითხვისა უნარების გაუმჯობესება და განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა.

პროექტის ფარგლებში ამჟამად განსაზღვრულია სენსორული დარღვევების მქონე ბავშვებისათვის ადრეული განვითარების სამი საპილოტე ცენტრის მომარაგება-მოწყობა ქალაქ თბილისში, მარნეულსა და თელავში.

სავალდებულო მოთხოვნები:

  • ანალოგიური სამუშაოების ჩატარების გამოცდილება.
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შეუფერხებელი გადაადგილებისათვის ტექნიკური ნორმალების ცოდნა.
  • გარემოს დაცვითი საკითხების ცოდნა.

ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

1. შეთავაზება(რომელიც მოიცავს ეკოლოგიური და ასაკობრივი სტანდარტების შესაბამისად ავეჯის დამზადების მასალას და ფასების შემოთავაზებას სამივე ცენტრისთვის):

  • თბილისი - 24 სკამი, 6 მაგიდა(ბავშვებისთვის)2 მაგიდა (პედაგოგებისთვის) 3 კარადა
  • მარნეული - 16 სკამი, 4 მაგიდა (ბავშვებისთვის) 1 მაგიდა პედაგოგებისთვის 3 კარადა
  • თელავი - 24 სკამი, 6 მაგიდა(ბავშვებისთვის) 2 მაგიდა (პედაგოგებისთვის) 3 კარადა

2. ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, საბანკო რეკვიზიტები);

3. ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან რეგისტრაციის შესახებ;

4. ცნობა საგადასახადო დეპარტამენტიდან, რომ მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის ანგარიშზე არ აღირიცხება დავალიანება;

5. ცნობა საჯარო რეესტრიდან ორგანიზაციის ქონებაზე ყადაღის არარსებობის შესახებ;

6. ცნობა საქალაქო სასამართლოდან იმის შესახებ, რომ არ მიმდინარეობს ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, გაკოტრების ან სანაციის პროცესი.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები/ფორმები წარმოდგენილი უნდა იყოს:

  • ნაბეჭდი სახით დალუქულ კონვერტში ან მითითებულ მაილზე PDF ფორმატში მეილის გრაფაში მითითებული უნდა იყოს ტენდერის მიზანი, კონვერტზე აღნიშნული უნდა იყოს ტენდერის ნომერი; ნაბეჭდი ფორმა დამოწმებული უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით;
  • დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოთ ან გამოაგზავნოთ ელექტრონულად ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, შემდეგ მისამართზე ან ელ-ფოსტაზე dcfs.georgia@gmail.com

"ბავშვი ოჯახი საზოგადოება"
ვაჟა-ფშაველას 76 ბ
საკონტაქტო პირი: დავით დადუნაძე- შესყიდვების ოფიცერი

ტენდერთან დაკავშირებული კითხვებისთვის მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: dcfs.georgia@gmail.com

ტენდერი ჩატარდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასუბრება, რის შემდეგაც გამოვლინდება გამარჯვებული კამპანია. გაითვალისწინეთ რომ ტენდერთან დაკავშირებული კითხვებით მოგვმართოთ მხოლოდ ელ-ფოსტის საშუალებით.

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 20 მარტი, 2015 წ.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ