10 სექტემბერი 2018, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT4247 - ტენდერი ქიმწმენდის დანადგარებისა და აღჭურვილობის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს ,,აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი“ აცხადებს ტენდერს ქიმწმენდის დანადგარებისა და აღჭურვილობის შესყიდვაზე.
- შესასყიდი საქონლის დასახელება და ოდენობა მითითებულია დანართი 1-ში;
- საქონლის მიწოდების ადგილი - ქ. თბილისი, ნოდარ ბოხუას ქ.N12/ ლუბლიანას ქ. N66;
- საქონლის მიწოდება/მონტაჟი უნდა განხორციელდეს აღნიშნულ სფეროში საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა სრული დაცვით.
დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:
- საქონლის დასახელება, მწარმოებელი, ფასი, სპეციფიკაცია, მიწოდების ვადა, შესაბამისი ხარისხის სერთიფიკატები და სხვა);
- ღირებულების გადახდის პირობა და ფორმა;
- მისაწოდებელი საქონლის/შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა;
- საგარანტიო პირობები;
ტენდერში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონულ ფოსტაზე: porchkhidze.nikolozi@gmail.com უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
- პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- საბანკო რეკვიზიტები;
სატენდერო კომისია განიხილავს წარმოდგენილ ყველა სატენდერო წინადადებას და გამარჯვებულად გამოავლენს კომპანიას, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების ერთობლიობის გათვალისწინებით:
- ხარისხი
- ფასი
- მიწოდების ვადა
- კომპანიის გამოცდილება
- საგარანტიო ვადა
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კომპანიასთან.
სატენდერო კომისიის მიერ გამოვლენილ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ხელშეკრულების გაფორმებამდე მოეთხოვება:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ;
- კომპანიასთან საკონტაქტო პირის სახელი/გვარი, ტელეფონის ნომერი;
- ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის
ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.
შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა ან/და წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება.
სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 10.09.2018 წლის, 18:00 სთ–მდე.
შენიშვნა: ტენდერი არ ითვალისწინებს ვაჭრობის ეტაპს, შესაბამისად, პრეტედენტ(ებ)ის მიერ სატენდერო განცხადებაში უნდა მიეთითოს მათ მიერ მოწოდებული საქონლის საბოლოო ღირებულება.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს:
ნიკოლოზ ფორჩხიძე
ტელ: 557 117 111
ელ.ფოსტა: porchkhidze.nikolozi@gmail.com
ტენდერის კატეგორია:
- 42900000 სხვადასხვა ზოგადი და სპეციალური დანიშნულების მანქანა-დანადგარები
- 39700000 საოჯახო ტექნიკა