3 სექტემბერი 2018, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT4258 - ტენდერი ელკანას მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) შექმნაზე
ტენდერის აღწერილობა:
ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ,,ელკანა’’ აცხადებს ტენდერს ელკანას მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) შექმნაზე.
ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ,,ელკანა’’, დაარსდა 1994 წელს. მისი მიზანია საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და გარემოს დაცვა მდგრადი ბიომეურნეობების განვითარებისა და სოფლად მოსახლეობის თვითაქტივობის გაზრდის გზით.
ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი სფეროებია:
- კონსულტაციები და ტრენინგები მდგრადი ბიოაგროწარმოების დარგში;
- აგრარული მრავალფეროვნების კონსერვაცია და მდგრადი გამოყენება;
- ბიო და სამართლიანი ვაჭრობის სფეროებში, ფერმერთა ჯგუფური სერტიფიცირების შიდა კონტროლის/მართვის სისტემების (ICS/IMS) დანერგვა;
- ბიოფერმერების, ფერმერთა ჯგუფების ბიზნესსაქმიანობის ხელშეწყობა;
- ადგილობრივი პროდუქტების განვითარება და პოპულარიზაცია საქართველოს და საერთაშორისო ბაზრებზე;
- სოფლად ტურიზმის, ტრადიციული პროდუქტების წარმოებისა და მეღვინეობის ხელშეწყობა;
- ბიომეურნეობის, ტრადიციული ჯიშებისა და ბიოპროდუქციის პოპულარიზაცია ფართო საზოგადოებაში;
- ფერმერთა უფლებების დაცვა.
ორგანიზაციამ მუშაობა 9 წევრი ფერმერის მომსახურებით დაიწყო 1994 წელს, თანდათან გაფართოვდა და ამჟამად, დაახლოებით 2000 საოჯახო მეურნეობას და 50-ზე მეტ აგრარულ კოოპერატივს/სოფლის მცირე საწარმოს აერთიანებს მთელს საქართველოში.
საქმიანობის მასშტაბის, ინტენსივობისა და გეოგრაფიული არეალის გაფართოებისა და შესაბამისად, ბენეფიციარების რაოდენობის სწრაფი მატების გამო, ელკანას ესაჭიროება უნივერსალური ელექტრონული საშუალება (შემდგომში - ელკანას მართვის საინფორმაციო სისტემა ან EMIS), რომელმაც უნდა უზრუნველჰყოს:
- ბენეფიციარი ფერმერებისა და ბიზნესსუბიექტებისა და მათი სამეურნეო ერთეულების შესახებ არსებული მრავლობითი, GPS-თან დაკავშირებული მონაცემების
- აღრიცხვა/რეგისტრაცია.
- შიდა კონტროლის/მართვის სისტემის (ICS/IMS) ოპერაციების ორგანიზება ჯგუფური სერტიფიცირებისათვის.
- ფერმერებისა და/ან ბიზნესსუბიექტებისათვის გაწეული ექსტენციისა და ტექნიკური მხარდაჭერის შესახებ მონაცემების აღრიცხვა/რეგისტრაცია.
- აღნიშნული მონაცემების სტატისტიკური დამუშავება და წინასწარ დადგენილი ანგარიშების სახით წარმოდგენა.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.
სატენდერო დოკუმენტაციის წარდგენა
- სატენდერო დოკუმენტაცია მოიცავს შევსებულ და ხელმოწერილ 1-ელ და მე-2 დანართებს (pdf ფორმატში), რომელსაც უნდა დაერთოს დავალების
- შესრულებაში ჩართული პერსონალის CV- ები (ორივე - ქართულ ენაზე).
- განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 03.09.2018, 18:00.
- სატენდერო დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს ელექტრონული ფორმით, მისამართზე: pr@elkana.org.ge .
- ელ-ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ - მიმწოდებლის განაცხადი პროგრამული უზრუნველყოფის ტექნიკური დავალების მომზადებაზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: ელენე შატბერაშვილი, პროექტის მენეჯერი,
ტელ: (+995 32) 328321, ელ-ფოსტა: pr@elkana.org.ge .
ტენდერის კატეგორია:
- 48800000 საინფორმაციო სისტემები და სერვერები
- 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები