ჩაბარების ვადა:
10 სექტემბერი 2018, 18:00
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T4267 - ტენდერი სარეცხი-სადეზინფექციო ხსნარების შესყიდვაზე
ელ. ტენდერი
ელექტრონული ტენდერის აღწერილობა:
შპს “G&A GROUP“-ი აცხადებს ტენდერს სარეცხი-სადეზინფექციო ხსნარების შესყიდვაზე. კერძოდ:
1. კვების მრეწველობის (თევზის საამქრო, ნახევარფაბრიკატების საამქრო) საწარმოო მანქანა-დანადგარებისათვის;
2. პროდუქციასთან შეხებაში მყოფი სამუშაო ზედაპირებისათვის;
3. კვების პროდუქტების საწარმოს კედლების, ჭერის, იატაკის, სადრენაჟე სისტემისათვის.
4. დეზო-ბარიერებისათვის და დეზოხალიჩებისათვის.
5. მწვანილისა და ბოსტნეულისათვის.
6. ჰაერის სადეზინფექციო სპრეი; (750მლ შეფუთვა)
7. ხელის საპონი და სადეზინფექციო ხსნარი; (10-15ლ)
8. დოზატორი.
დამატებითი მოთხოვნები:
- აუცილებელია ყველა სადეზინფექციო ხსნარს ჰქონდეს სპეციფიკაცია, სერტიფიკატი (კვების მრეწველობაში დაშვებულია) და ნებართვები საქართველოში მათი გამოყენებისათვის;
- შესყიდვამდე უნდა განხორციელდეს ტესტ გარეცხვები, რათა დოკუმენტალური მხარის შემოწმების შემდეგ მოხდეს პრაქტიკულად მათი ხსნარების გატესტვა და მათ მიერვე ოპტიმალური კონცენტრაციების დასმა.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი ფასის შეთავაზებასთან ერთად;
- წარმოშობის სერტიფიკატი;
- ხარისხის შესაბამისობის სერტიფიკატი;
- სარეცხი-სადეზინფექციო ხსნარის სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთი (საჭიროების შემთხვევაში); თუ ხსნარი არ საჭიროებს რეგისტრაციას, მოცემული ფაქტის ოფიციალური დადასტურება სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ;
- წარმოდგენილი საქონლის/სამუშაოების/მომსახურების დასახელება, დახასიათება და მოცულობა;
- მისაწოდებელი საქონლის/სამუშაოების/მომსახურების ტექნიკური სპეციფიკაცია;
- განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან. ამონაწერი უნდა იყოს განახლებული ტენდერში მონაწილეობის მიღებამდე 30დღით ადრე.
- კომპანიის სერტიფიკატები;
- ინფორმაცია საქონლის მიწოდების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური/მსგავსი სამუშაოების შესახებ(სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის, პერიოდის მითითებით);
- წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ;
- რეკვიზიტები (მისამართები, როგორც იურიდიული ასევე ფაქტიური, ელექტრონული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები და სხვა.)
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2018 წლის 29 აგვისტოდან – 2018 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით;
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება;
- კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
- გამოცხადებულ ტენდერთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით: ნანა კოტიას 577653384
- სატენდერო საიტზე დარეგისტრირებასთან და ინფორმაციის განთავსებასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით: ირაკლი დონაძეს 555550035
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს http://www.tenders.ge საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
- იმისათვის რომ სატენდერო წინადადება იყოს სრულყოფილი საჭიროა სისტემაში დოკუმენტების ატვირთვის შემდეგ მიუთითოთ ფასი;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის, 10 სექტემბერი, 18:00სთ.
შენიშვნა: აღნიშნული ტენდერი ტარდება ვაჭრობის გარეშე.
ტენდერის კატეგორია:
- 44800000 საღებავები, ლაქები და მასტიკები
- 24900000 სუფთა ქიმიკატები და სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების პროდუქტები
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
- 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება