ჩაბარების ვადა:
20 სექტემბერი 2018, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT4283 - ტენდერი ავტოგასამართი სადგურის საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს “ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს მომსახურების: ავტოგასამართი სადგურის საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე 10/09-NEO-S/D-18
მომსახურების აღწერა:
თელავის მუნიციპალიტეტის სოფ. ვარდისუბანში (საკადასტრო კოდი 53.08.41.006) 3105,9 კვ.მ. მიწის ფართობზე ავტო გაზგასამართი სადგურის კომბინირებული საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება;
პროექტის აღწერა:
- ბუნ.გაზ-გასამართი საკომპრესორო სადგური;
- თხევადი გაზის გასამართი სადგური,
- ბენზინ-გასამართი სადგური;
- ა/მ ტექნ.მომსახურების 2 ბოქსი,
- სწრაფი კვების ობიექტი.
საპროექტო დავალება, გთხოვთ, იხილოთ დართულ ფაილში.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით:
- თანხები უნდა იყოს დეტალურად ჩაშლილი საპროექტო დავალების მიხედვით; - ინფორმაცია საპროექტო ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური/მსგავსი სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის მითითებით);
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ:
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22
- საკონტაქტო პირი პროექტირებასთან დაკავშირებით: ჭიაბერ ჭიაბრიშვილი. საკონტაქტო ნომერი: 595 33 12 24;
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 20 სექტემბერი, 17:00 საათი.
ტენდერის კატეგორია:
- 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები