ჩაბარების ვადა:

26 სექტემბერი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T4284 - ტენდერი ელკანას მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) შექმნაზე

ტენდერის აღწერილობა:

ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ,,ელკანა’’ აცხადებს ტენდერს ელკანას მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) შექმნაზე.

ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ,,ელკანა’’, დაარსდა 1994 წელს. მისი მიზანია საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და გარემოს დაცვა მდგრადი ბიომეურნეობების განვითარებისა და სოფლად მოსახლეობის თვითაქტივობის გაზრდის გზით.

ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი სფეროებია:

  • კონსულტაციები და ტრენინგები მდგრადი ბიოაგროწარმოების დარგში;
  • აგრარული მრავალფეროვნების კონსერვაცია და მდგრადი გამოყენება;
  • ბიო და სამართლიანი ვაჭრობის სფეროებში, ფერმერთა ჯგუფური სერტიფიცირების შიდა კონტროლის/მართვის სისტემების (ICS/IMS) დანერგვა;
  • ბიოფერმერების, ფერმერთა ჯგუფების ბიზნესსაქმიანობის ხელშეწყობა;
  • ადგილობრივი პროდუქტების განვითარება და პოპულარიზაცია საქართველოს და საერთაშორისო ბაზრებზე;
  • სოფლად ტურიზმის, ტრადიციული პროდუქტების წარმოებისა და მეღვინეობის ხელშეწყობა;
  • ბიომეურნეობის, ტრადიციული ჯიშებისა და ბიოპროდუქციის პოპულარიზაცია ფართო საზოგადოებაში;
  • ფერმერთა უფლებების დაცვა.

ორგანიზაციამ მუშაობა 9 წევრი ფერმერის მომსახურებით დაიწყო 1994 წელს, თანდათან გაფართოვდა და ამჟამად, დაახლოებით 2000 საოჯახო მეურნეობას და 50-ზე მეტ აგრარულ კოოპერატივს/სოფლის მცირე საწარმოს აერთიანებს მთელს საქართველოში.

საქმიანობის მასშტაბის, ინტენსივობისა და გეოგრაფიული არეალის გაფართოებისა და შესაბამისად, ბენეფიციარების რაოდენობის სწრაფი მატების გამო, ელკანას ესაჭიროება უნივერსალური ელექტრონული საშუალება (შემდგომში - ელკანას მართვის საინფორმაციო სისტემა ან EMIS), რომელმაც უნდა უზრუნველჰყოს:

  • ბენეფიციარი ფერმერებისა და ბიზნესსუბიექტებისა და მათი სამეურნეო ერთეულების შესახებ არსებული მრავლობითი, GPS-თან დაკავშირებული მონაცემების
  • აღრიცხვა/რეგისტრაცია.
  • შიდა კონტროლის/მართვის სისტემის (ICS/IMS) ოპერაციების ორგანიზება ჯგუფური სერტიფიცირებისათვის.
  • ფერმერებისა და/ან ბიზნესსუბიექტებისათვის გაწეული ექსტენციისა და ტექნიკური მხარდაჭერის შესახებ მონაცემების აღრიცხვა/რეგისტრაცია.
  • აღნიშნული მონაცემების სტატისტიკური დამუშავება და წინასწარ დადგენილი ანგარიშების სახით წარმოდგენა.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.

სატენდერო დოკუმენტაციის წარდგენა 

  • სატენდერო დოკუმენტაცია მოიცავს შევსებულ და ხელმოწერილ 1-ელ და მე-2 დანართებს (pdf ფორმატში), რომელსაც უნდა დაერთოს დავალების
  • შესრულებაში ჩართული პერსონალის CV- ები (ორივე - ქართულ ენაზე).
  • განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 26.09.2018, 18:00.
  • სატენდერო დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს ელექტრონული ფორმით, მისამართზე: pr@elkana.org.ge .
  • ელ-ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ - მიმწოდებლის განაცხადი პროგრამული უზრუნველყოფის ტექნიკური დავალების მომზადებაზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: ელენე შატბერაშვილი, პროექტის მენეჯერი,
ტელ: (+995 32) 328321, ელ-ფოსტა: pr@elkana.org.ge .

ტენდერის კატეგორია:

  • 48800000 საინფორმაციო სისტემები და სერვერები
  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები